ხაზარაძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენი ქვეყნის მომავალზე უმძიმეს გავლენას იქონიებს
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს. იგი “ოცნების” პრემიერის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დადგება საკითხი – ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მიანიჭებენ, უტიფარს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. “ქართული ოცნების”, უფრო ზუსტად, რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, არის კიდევ […]


“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით, საპატიმროდან განცხადებას ავრცელებს.
იგი “ოცნების” პრემიერის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დადგება საკითხი – ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობას და სტაბილურობას მიანიჭებენ, უტიფარს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
“ქართული ოცნების”, უფრო ზუსტად, რუსული რეჟიმის ე.წ. პრემიერის განცხადება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი უტიფარი, ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც არაფრად აგდებს ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის მონაპოვარ მიღწევებს და ქვეყანას სრულ იზოლაციას უქადის.
სამარცხვინოა, “ქალი ქალია” და “კაცი კაციას” თემით მანიპულირება. ამას შეიძლება მხოლოდ ერთი ახსნა ჰქონდეს – თავიანთ რიგებში ამ პრობლემის სერიოზულ საშიშროებას ხედავენ. ქართველ კაცსა და ქალს არ სჭირდება თავს მოხვეული სამარცხვინო, რუსული პროპაგანდა”, – წერს ხაზარაძე.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს მოქალაქე შენგენის ზონაში მხოლოდ უვიზოდ მოგზაურობის უფლებას არ კარგავს, არამედ საქართველო “ცივილიზაციასთან ყოველდღიური, მყისიერი ურთიერთობის პერსპექტივას” კარგავს, რაც მის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.
“ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კონტრარგუმენტად მარტო მოგზაურობის თემის შემოტანა, უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რომ საქართველო კარგავს ევროპულ ცივილიზაციასთან ყოველდღიური, მყისიერი ურთიერთობის პერსპექტივას, რაც საშუალო და გრძელ ვადაში ჩვენი ქვეყნის მომავალზე უმძიმეს გავლენას და შედეგს იქონიებს.
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” ამომრჩეველმა, რომ ივანიშვილ-კობახიძის რუსული პოლიტიკის ხელში, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმეორდები – ბრძოლის არცერთ ფრონტზე, ან ველზე არ უნდა მივცეთ მათ საშუალება დაისაკუთრონ ის, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენს მომავალს!”, – წერია მის განცხადებაში.
What's Your Reaction?






