ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლემ მხარეთა შესავალი სიტყვა მოისმინა და პროკურატურის მოწმეები გამოჰკითხა. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ორი იდენტური მოწმე წარმოადგინა. ერთ-ერთი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის აპარატის სამდივნოს წარმომადგენელი იყო. პარტია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კომისიის ლეგიტიმურობას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ კომისიის საქმიანობაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს დევნას ემსახურება. პროკურატურა ბრალდებულებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ედავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადდნენ. ამის გამო მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა. სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს. რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ივნ. 6, 2025 - 19:27
 0
ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა გაიმართა.
მოსამართლემ მხარეთა შესავალი სიტყვა მოისმინა და პროკურატურის მოწმეები გამოჰკითხა. ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს ორი იდენტური მოწმე წარმოადგინა.
ერთ-ერთი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის აპარატის სამდივნოს წარმომადგენელი იყო. პარტია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კომისიის ლეგიტიმურობას კითხვისნიშნის ქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ კომისიის საქმიანობაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს დევნას ემსახურება.
პროკურატურა ბრალდებულებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ედავება.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადდნენ. ამის გამო მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა.
სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს. რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow