„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს: „მოვითხოვე ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტია მიუღებელ პირობებში არიან მძევლად აყვანილნი. რეგიონში არასტაბილურობის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები. ასევე მოვუწოდე […] The post „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა appeared first on .

ივნ. 14, 2025 - 22:57
 0
„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ მაკრონი X-ზე წერს:
„მოვითხოვე ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტია მიუღებელ პირობებში არიან მძევლად აყვანილნი.
რეგიონში არასტაბილურობის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ დაძაბულობის ესკალაცია.
ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი სერიოზული საკითხია, რომელიც მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშქიანს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს დაძაბულობის შემცირების ერთადერთი გზაა.
საფრანგეთი მზადაა, შეასრულოს თავისი როლი ამ გზაზე და ყველა ღონე იხმაროს ამ მიზნის მისაღწევად”

The post „ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow