“ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია
სააგენტო "პარალელი" “ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია სამოქალაქო აქტივისტი, პაატა კვირკვაია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 30 აპრილს თბილისში მომხდარ ფაქტთან, კერძოდ, რკინიგზის ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და შესაძლო კონკრეტულ ინტერესებზე ამახვილებს ყურადთებას: ,,თბილისში მომხდარი ხანძარი უკვე არაერთ კითხვას აჩენს. საყურადღებოა, რომ თითქმის იმავდროულად რამდენიმე დეპუტატი იწყებს მსჯელობას, ხანძრისგან დაზარალებულ ტერიტორიაზე აშენდეს ახალი კორპუსები, რაც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს, რომ ხანძრის […] “ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია
სამოქალაქო აქტივისტი, პაატა კვირკვაია სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 30 აპრილს თბილისში მომხდარ ფაქტთან, კერძოდ, რკინიგზის ბორჯომის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და შესაძლო კონკრეტულ ინტერესებზე ამახვილებს ყურადთებას:
,,თბილისში მომხდარი ხანძარი უკვე არაერთ კითხვას აჩენს. საყურადღებოა, რომ თითქმის იმავდროულად რამდენიმე დეპუტატი იწყებს მსჯელობას, ხანძრისგან დაზარალებულ ტერიტორიაზე აშენდეს ახალი კორპუსები, რაც საფუძვლიან ეჭვს წარმოშობს, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა მიზანმიმართულად იყო ორგანიზებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ერთგვარ “მიწის გამოთავისუფლებას” მოჰყვება სწრაფი მოთხოვნები მისი ახალი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით – რაც ცალსახად მიანიშნებს გარკვეულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებზე.
ასეთი თანხვედრები – ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან, რომლის მიზანიც ტერიტორიის „გასუფთავება“ და შემდგომ კონკრეტული ჯგუფების მიერ მომგებიანი პროექტების განხორციელებაა.
თუ ეს დადასტურდება, საქმე გვაქვს მორალურად და იურიდიულად ძალზე მძიმე დანაშაულთან – ადამიანების ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად არსებული სივრცის განადგურებასთან, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა პაატა კვირკვაიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“ხანძარი და თანხვედრი ურბანული გეგმები წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ კრიზისთან” – პაატა კვირკვაია
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






