ხარკოვზე ბოლო რამდენიმე საათში დრონებით მეორე შეტევა იყო, დარტყმა იყო ზაპოროჟიეზეც
რუსეთის ჯარებმა დღეს დილიდან უპილოტო საფრენი აპარატებით მეორედ მიიტანეს შეტევა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღის 12 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ერთ-ერთი დრონი ორსართულიან სახლს მოხვდა. დაზიანებულია სხვა შენობებიც. რამდენიმე საათით ადრე, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხარკოვში დაშავდა 27 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ხანძარმა მოიცვა 9-სართულიანი საცხოვრებელი...

What's Your Reaction?






