ხარკოვის ოლქი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება
რუსეთის ჯარებმა დღეს, 7 აპრილს, ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბით დარტყმის შედეგად სოფელ ტოკარევკაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ადმინისტრაციის ცნობითვე, საოკუპაციო ძალებმა მხოლოდ დღეს დილით ხარკოვის ოლქს ექვსჯერ შეუტიეს. ქალაქ კუპიანსკში დაზიანებულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ხუთი კერძო სახლი. ხარკოვის ოლქის ბოგოდუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაც იყო. დაბა ივაშკიში დაზიანებულია ორი სახლი და...

What's Your Reaction?






