“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი

სააგენტო "პარალელი" “ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: “ზედმეტად რომ აღარ დავხარჯოთ გაოცების სიტყვები და არ ვიძახოთ ესენი ვინ ყოფილან, ეს როგორ გააკეთეს, ორსულ ქალს როგორ შეუვარდნენ სახლში და ა.შ.: ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, […] “ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი პარალელი

აპრ. 30, 2025 - 02:57
 0
“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

ზედმეტად რომ აღარ დავხარჯოთ გაოცების სიტყვები და არ ვიძახოთ ესენი ვინ ყოფილან, ეს როგორ გააკეთეს, ორსულ ქალს როგორ შეუვარდნენ სახლში და ა.შ.:

ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე. გამოძიებისთვის რა ფასეული ინფორმაცია შეიძლებოდა ამოეღოთ ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებიდან, მითუმეტეს მარიამ გეგუჩაძის სახლიდან? არავითარი. და მანაც მშვენივრად იცოდა ეს, ვინც დაგეგმა. ან საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით როგორ შეიძლება თუნდაც ძალიან ცუდ ხელისუფლებას ეს მარაზმი აწყობდეს? ეს კითხვები შეგვიძლია აღარ დავსვათ. ლოგიკის ძებნასაც უნდა მოვეშვათ.

ეს ყველაფერი უბრალოდ რუსული სპეცოპერაციაა. რუსები ზუსტად იმ სცენარს აკეთებინებენ ამათ, რა სცენარიც წლების წინ დაიწყეს რუსეთში და “წარმატებით“ დაამთავრეს, ანუ გაწმინდეს ქვეყანა – ზოგი ციხეში ჩააგდეს, ზოგი გააქციეს, ზოგი მოკლეს. დიახ, ზუსტად ორსულ ქალს მცირეწლოვანი ბავშვით უნდა შეუვარდნენ დილით სახლში, ზუსტად ჟურნალისტი ქალი უნდა ვნახოთ ყოველდღე გისოსებს მიღმა, რომ რამე ილუზიები არ გაგვიჩნდეს და რუსიც კმაყოფილი იყოს, რომ აქ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, აქაც რუსეთი აქვს და მისი გეგმით მიდის ყველაფერი. თუ ადრე ვამბობდით, რომ ყველა ნულია და მთავარია ივანიშვილი, ახლა შეგვიძლია ივანიშვილიც გამოვრიცხოთ. პირდაპირ პუტინი და ეფესბე მოქმედებს აქ. ამ საცოდავებს სახეს აახევენ, რომ არცკი გაბედონ სანქციების შიშით ან რამე სხვა მოტივებით დასავლეთისკენ გახედვაც კი.

ასე ექცევა რუსეთი თავის ვასალებს. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად უკვე პირდაპირ რუსეთთან გვაქვს საქმე. შემოსულია აქ რუსეთი ბოლომდე. კობახიძე უბრალოდ რუსული ტანკია, ყველანი – მდინარაძე–პაპუაშვილიანად რუსული ტანკები არიან ფაქტიურად.

ეს უნდა ვიცოდეთ და ისე ვიმოქმედოთ. მათ კი, ვინც ამ ყველაფერში ისე მონაწილეობთ, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ რას ემსახურებით გეტყვით:

არ შედგება აქ რუსეთი. ვერ იქნება საქართველო რუსეთი. ათობით ათასი ადამიანი შეაკვდება ამ საქმეს და ამას არ დაუშვებს. შენ, ვინც დღეს ორსულ გოგოს შეუვარდი სახლში, მთელი ცხოვრება სამარცხვინო და საფურთხებელი იქნები. შენ რუსი ომონელი ვერ იქნები, რომელმაც ორასი წელი შეიძლება ისე იცხოვროს 12 მილიონიან მოსკოვში რომ მეზობელმა სახეზე ვერ იცნოს. შენ ორ დღეში აღმოაჩენ, რომ ის გოგო შეიძლება შენი დის კლასელის ბიძაშვილია ან ბავშვობის მეგობრის დეიდაშვილი. ნუ უკეთებთ ამას საკუთარ თავს და ამ ქვეყანას“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ხელისუფლებად წოდებული ბანდა უკვე დიდი ხანია არის არა უბრალოდ რუსული გავლენის ქვეშ, ან რუსეთის მოტრფიალე, არამედ უშუალოდ ოპერატიულ მართვას აქ ახორციელებს რუსეთის ეფესბე” – ნინო ჯანგირაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow