ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ოცეულშია

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 90 მლნ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია. ამ მონაცემით, ქართველი შემტევი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ოცეულშია და მე-20 ადგილს ხულიან ალვარესთან, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და მოიზეს კაისედოსთან ერთად იყოფს. გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით: ვინისიუს ჟუნიორი, […] The post ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ოცეულშია appeared first on .

ივნ. 8, 2025 - 00:57
 0
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ოცეულშია

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 90 მლნ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ამ მონაცემით, ქართველი შემტევი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ოცეულშია და მე-20 ადგილს ხულიან ალვარესთან, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და მოიზეს კაისედოსთან ერთად იყოფს.

გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით:

ვინისიუს ჟუნიორი, 24 წლის („რეალი“) – 200 მლნ ევრო

ლამინე იამალი, 17 წლის („ბარსელონა“) – 180 მლნ ევრო

ჯუდ ბელინგემი, 21 წლის („რეალი“) – 180 მლნ ევრო

ერლინგ ჰოლანდი, 24 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 180 მლნ ევრო

კილიან მბაპე, 26 წლის („რეალი“) – 170 მლნ ევრო

ბუკაიო საკა, 23 წლის („არსენალი“) – 150 მლნ ევრო

ფლორიან უირტცი, 22 წლის („ლევერკუზენი“) – 140 მლნ ევრო

ჯამალ მუსიალა, 22 წლის („ბაიერნი“) – 140 მლნ ევრო

ფედერიკო ვალვერდე, 26 წლის („რეალი“) – 130 მლნ ევრო

პედრი, 22 წლის („ბარსელონა“) – 120 მლნ ევრო

კოულ პალმერი, 23 წლის („ჩელსი“) – 120 მლნ ევრო

დეკლან რაისი, 26 წლის („არსენალი“) – 120 მლნ ევრო

ალექსანდრ ისაკი, 25 წლის („ნიუკასლი“) – 120 მლნ ევრო

როდრი, 28 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 110 მლნ ევრო

მაიკლ ოლისე, 23 წლის („ბაიერნი“) – 100 მლნ ევრო

ალექსის მაკკალისტერი, 26 წლის („ლივერპული“) – 100 მლნ ევრო

როდრიგო, 24 წლის („რეალი“) – 100 მლნ ევრო

ფილ ფოდენი, 25 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 100 მლნ ევრო

ლაუტარო მარტინესი, 27 წლის („ინტერი“) – 95 მლნ ევრო

ხვიჩა კვარაცხელია, 24 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

დეზირე დუე, 20 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

უსმან დემბელე, 28 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

ხულიან ალვარესი, 25 წლის („ატლეტიკო“) – 90 მლნ ევრო

როგორც ხედავთ, ოცეულის ყველაზე ასაკოვანი წევრები როდრი და უსმან დემბელე არიან, რომელთა ასაკი 28-28 წელია, ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი – 17 წლის ლამინე იამალი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის რიგებში იანვარში გადავიდა და პირველსავე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პსჟ, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, მე-9 გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში სამივე ამ ტურნირის მოგება და ე.წ. „ტრებლის“ შესრულება შეძლო.

The post ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ოცეულშია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow