ხვიჩას გროშებზე ათამაშებდნენ - სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები
სერია A-ის კლუბებს ფინანსური თვალსაზრისით ტოპ 5 ევროპის ლიგასთან შედარებით უფრო შეზღუდული რესურსი აქვთ...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსი ამჟამად "იუვენტუსის" სერბ ფორვარდს, დუშან ვლაჰოვიჩს ეკუთვნის, რომლის ყოველკვირეული შემოსავალი თითქმის 374 ათასი ევროა, ხოლო წლიური – 19.44 მილიონი.
აი, ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სერია A-ში:
1. დუშან ვლაჰოვიჩი – €19,440,000
2. ლაუტარო მარტინესი – €16,670,000
3. პაულო დიბალა – €12,960,000
4. ნიკოლო ბარელა – €12,040,000
5. ჰაქან ჩალჰანოღლუ – €11,110,000
6. ალესანდრო ბასტონი – €10,190,000
7. ბრემერი – €9,260,000
8. პიოტრ ზელინსკი – €8,330,000
9. მარკუს ტურამი – €7,690,000
10. რომელუ ლუკაკუ – €7,690,000
ცხადია ამ სიაში არ მოიაზრება ნაპოლის ყოფილი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გუნდი წლიურად მხოლოდ და მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს უხდიდა.
What's Your Reaction?






