ხმაური იყო აქციაზე დაკავებულების სასამართლოზე

ხმაური იყო ცოტახნის წინ თბილისი საქალაქო სასამართლოში, სადაც 5 საათზე მეტია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთი მოწმე დაზარალებული პოლიციელის განცხადებას, სადაც მან ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა. სხდომა პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა დამსწრემ დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იგი დარბაზიდან გაძევა. მოსამართლემ ასევე შენიშვნა გამოუცხადა ბრალდებულებსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის წინააღმდეგ ჩვენებას დღეს მოწმე პოლიციელები აძლევენ. ერთ-ერთმა მოწმემ ნიკოლოზ ხურცილავამ მოსამართლეს უთხრა რომ მას აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს და მიიღო დაზიანება, თუმცა მოწმე პოლიციელმა ბრალდებულები ვერ ამოიცნო. მოწმეთა გამოკითხვამდე განცხადების უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. რევაზ კიკნაძემ საგამოძიებო კომისიის მიერ დაჯარიმებულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა გირაო არ გადაეხადათ და თანამებრძოლები არ მიეტოვებინათ. დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მაი. 15, 2025 - 23:57
 0
ხმაური იყო აქციაზე დაკავებულების სასამართლოზე

ხმაური იყო ცოტახნის წინ თბილისი საქალაქო სასამართლოში, სადაც 5 საათზე მეტია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა დამაზუსტებელი კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთი მოწმე დაზარალებული პოლიციელის განცხადებას, სადაც მან ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა.
სხდომა პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა დამსწრემ დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა იგი დარბაზიდან გაძევა.
მოსამართლემ ასევე შენიშვნა გამოუცხადა ბრალდებულებსაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული 11 პირის წინააღმდეგ ჩვენებას დღეს მოწმე პოლიციელები აძლევენ.
ერთ-ერთმა მოწმემ ნიკოლოზ ხურცილავამ მოსამართლეს უთხრა რომ მას აქციის მონაწილეებმა ქვა ესროლეს და მიიღო დაზიანება, თუმცა მოწმე პოლიციელმა ბრალდებულები ვერ ამოიცნო.
მოწმეთა გამოკითხვამდე განცხადების უფლებით ისარგებლა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. რევაზ კიკნაძემ საგამოძიებო კომისიის მიერ დაჯარიმებულ პოლიტიკოსებს მიმართა და მოუწოდა გირაო არ გადაეხადათ და თანამებრძოლები არ მიეტოვებინათ.
დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow