ხულოს საკრებულოს სხდომა
ხულოს მერია სოფელ ვაშლოვანში მდებარე საკუთრებაში რეგისტრირებულ 672 კვ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცემს შემდგომში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში გადაცემის მიზნით. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიიდან გამოტანილ ტყისთვის უსარგებლო დაზიანებულ მცენარეებს ადგილობრივები საშეშედ შეღავათიან ფასად შეიძენენ. დღესვე სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპატიო ხულოელებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ და სოციალური შეღავათებით უნდა ისარგებლონ. ინიციატივა მერიას წარედგინება.

ხულოს მერია სოფელ ვაშლოვანში მდებარე საკუთრებაში რეგისტრირებულ 672 კვ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცემს შემდგომში სატყეო სააგენტოს სარგებლობაში გადაცემის მიზნით. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.
სამომავლოდ აღნიშნული ტერიტორიიდან გამოტანილ ტყისთვის უსარგებლო დაზიანებულ მცენარეებს ადგილობრივები საშეშედ შეღავათიან ფასად შეიძენენ.
დღესვე სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც საპატიო ხულოელებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ და სოციალური შეღავათებით უნდა ისარგებლონ. ინიციატივა მერიას წარედგინება.
What's Your Reaction?






