ხულოს საკრებულოს წევრის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო

,,ლელო- ძლიერი საქართველოს’’ ხულოს საკრებულოს წევრის ბესიკ შაინიძის საქმის განხილვა , ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მიზეზი მოპასუხე მხარის, ხულოს საკრებულოს მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა. ითხოვენ სასამართლო განხილვებში ჩაერთოს საქმის ფიგურანტი ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება მიმდინარე სამართალწარმოებას, სამი პოლიტიკური პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’; ,,ლელო- ძლიერი საქართველო’’; და ,, სტრატეგია აღმაშენებელი’’ დეკემბრიდან ითხოვს ხულოს საკრებულოში ფრაქციის რეგისტრაციას, თუმცა როგორც ბესიკ შაინიძე აცხადებს საკრებულომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ,,ლელო- ძლიერი საქართველოს წევრისთვის საკრებულოს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზი გაუგებარია, ამბობს რომ საქმის განხილვა დროში ჭიანურდება, ამიტომ საკრებულოს იგი პოლიტიკურ საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

მაი. 29, 2025 - 00:27
 0
ხულოს საკრებულოს წევრის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო

,,ლელო- ძლიერი საქართველოს’’ ხულოს საკრებულოს წევრის ბესიკ შაინიძის საქმის განხილვა , ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მიზეზი მოპასუხე მხარის, ხულოს საკრებულოს მიერ დაყენებული შუამდგომლობა გახდა.
ითხოვენ სასამართლო განხილვებში ჩაერთოს საქმის ფიგურანტი ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება მიმდინარე სამართალწარმოებას, სამი პოლიტიკური პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’; ,,ლელო- ძლიერი საქართველო’’; და ,, სტრატეგია აღმაშენებელი’’ დეკემბრიდან ითხოვს ხულოს საკრებულოში ფრაქციის რეგისტრაციას, თუმცა როგორც ბესიკ შაინიძე აცხადებს საკრებულომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
,,ლელო- ძლიერი საქართველოს წევრისთვის საკრებულოს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზი გაუგებარია, ამბობს რომ საქმის განხილვა დროში ჭიანურდება, ამიტომ საკრებულოს იგი პოლიტიკურ საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow