"ხშირად მიკავშირდებიან შეთავაზებებით, მაგრამ.." - რას ამბობს შოთა არველაძე მწვრთნელობაზე

შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერის განახლებას არ ჩქარობს

აპრ. 25, 2025 - 23:57
 0
"ხშირად მიკავშირდებიან შეთავაზებებით, მაგრამ.." - რას ამბობს შოთა არველაძე მწვრთნელობაზე
პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი იყო შოთა არველაძე, რომელმაც სამწვრთნელო კარიერის განახლებასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:

ვერ ვიტყვი, რომ შეთავაზებები არ მაქვს, ხშირად მიკავშირდებიან, მაგრამ ჯერ ისეთი შეთავაზება, როგორსაც ველოდები, დამაინტერესებს და საქმეც გამომივა, არ მიმიღია.

- თქვა შოთამ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თურქეთში, კერძოდ კარაგუმრუკში მუშაობდა და აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის მარტის თვეში დატოვა, მას შემდეგ კი შოთა თავისუფალია.

სხვათა შორის, გარკვეული ხნის წინ, ხმები დაირხა, რომ შოთასთვის ადგილს ეროვნული ნაკრების დამრიგებლის პოსტზე ინახავდნენ, თუმცა ფედერაცია ვილი სანიოლთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს და აღნიშნული ინფორმაცია არ გამართლდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow