“ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო... ახლა იუსტიციაში გავიგე, რომ…" - მასწავლებელი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს
ხათუნა რაზმაძე 30 წელია, დაწყებითი კლასების მასწავლებელია, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია. არის რამდენიმე წიგნის და არაერთი საგანმანათლებლო, სასწავლო-მხიარული რესურსისა და ბევრი საინტერესო აქტივობის ავტორი. ის ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-ს სტუმარი იყო. სმენის დარღვევის მქონე, იმპლანტირებულ შვილზე, ბარბარე ნარჩემაშვილზე გვესაუბარა. ხათუნა რაზმაძე 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა.რეალურად კი 6 შვილი ჰყავს გაჩენილი. ერთი აკლია. აქამდე ასე იცოდა, რომ გოგონა სამშობიაროში გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შვილს 30 წლის მანძილზე, როგორც გარდაცვლილს ისე იხსენიებდა, ბოლო ერთი წელია, რაც აზრები სრულიად შეეცვალა. განვლილი ცხოვრების გარკვეული ფურცლებს სხვაგვარად გადახედა და შეაფასა, რაზეც ახლა ვრცლად ისაუბრებს.ხათუნა რაზმაძე:ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდა. 1993 წელის 10 აგვისტოს ჩაჩავას კლინიკაში რიგით მეორე შვილი, სრულიად ჯანმრთელი გოგონა გავაჩინე. 19 წლის ვიყავი... ნორმალური ფეხმძიმობა მქონდა, მშობიარობაც უპრობლემო იყო. ექიმი წინასწარ აყვანილი არ მყოლია. მშობიარობამდე სოფელში ვისვენებდით, სადაც უფროსი შვილი მყავდა წაყვანილი და სამშობიარო ტკივილი იქ დამეწყო. სოფლის ახლობელმა ექიმმა მითხრა, ქალაქში ჩაასწრებო. მართლაც თბილისში მშვიდობიანად ჩამოვედით და „ჩაჩავაში“ მორიგე ექიმთან მოვხვდი. იმ საღამოს დაიბადა ჩემი მეორე შვილი - 2 კილო და 700 გრამი იყო... ახალშობილი გულზე დამაწვინეს, პირველი 3-5 წუთის მანძილზე მოვასწარი ჩახუტება, მისი სურნელის გაზიარება და მოფერება. დედის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი წუთები რაც არის, ეს განვიცადე. მერე ბავშვი ცალკე გადაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ პედიატრმა თქვა, რომ ჯანმრთელია და კარგად არის.იმ საღამოს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გოგონას დაბადების აღსანიშნავად, ჩვენთანაც სუფრა გაიშალა, ახალდაბადებული სადღეგრძელოებით აავსეს, დალოცეს. იმ ღამემ ჩემთან, სამშობიაროშიც კარგად ჩაიარა, არანაირი გართულება არ მქონია. შემდეგ, როდესაც დედაჩემმა ბავშვისთვის შესაბამისი ტანსაცმელი, გასახვევი მოიტანა, თურმე კლინიკაში რაღაც ჩოჩქოლს შეესწრო. უკითხავს, - რა ხდებაო? ნარჩემაშვილის გოგონა (ნარჩემაშვილი მეუღლის გვარია) გარდაიცვალაო. თუმცა ამის შესახებ, იქ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.- ბავშვი თქვენ არ შემოგიყვანეს?- როდესაც მოვიკითხე, უცნაური პასუხი მივიღე, ცოტა პატარაა, არ დავაძალოთ ძუძუს წოვა და რამდენიმე დღეში შემოგიყვანთო. ამიტომ რძეს ვიწველიდი და ვაგზავნიდი. დედაჩემის კი უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალება ხათუნას არ უთხრათ, დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ახალნამშობიარევია და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო. მოკლედ, ოჯახმა იცოდა და მე - არა, რომ ბავშვი აღარ იყო. ჩემს მამამთილს მოუთხოვია, ცხედარი გამატანეთ, რომ ახალგარდაცვლილის სხეული ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავკრძალოო. ვერ გაგატანთ, ასეთ დროს სამშობიაროს სასაფლაოზე ხდება დაკრძალვაო. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, რომ ვერ მეუბნებოდნენ. სამშობიაროში ვკითხულობდი, რატომ არ მოგყავთ ჩემი გოგონა, მპასუხობდნენ, რომ ჯერ ადრეა. ყველაზე ცუდი, რაც იყო მაჯერებდნენ, რომ ცუდად ვიყავი და საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი. რამდენი საწოლიდან ფეხს გადმოვდგამდი, მეუბნებოდნენ, - დაწექი, შენთვის წამოდგომა არ შეიძლებაო.მართლა ასდე ცუდად იყავით?- წამოდგომისას თითქოს თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან რაღაც ეჭვი მიჩნდება, რაიმე დამამშვიდებელს ხომ არ მაძლევდნენ, რომ მოვდუნებულიყავი... ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვი ნანახი და ჩახუტებული მყავდა, მერე დედა თავის შვილს 100 ბავშვში მაინც გამოარჩევს. ჰოდა, ბავშვის ჩემგან დამალვას თუ ცდილობდნენ, ჩემს სუსტად ყოფნას მიზეზად ამიტომ ხომ არ იდებდნენ, რომ მის სანახავად არ შევსულიყავი და მაბრკოლებდნენ?! ოჯახის წევრებს, კი უფრო ადვილად აჯერებდნენ, მაგრამ მაშინ ეს არც კი მიფიქრია... კლინიკიდან გაწერის დღე რომ დადგა და სახლში წასაყვანად მომაკითხეს (მეუღლე საერთოდ ვერ მოვიდა)... კიბეებზე ჩამოსვლისას სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ ბავშვს ვერ წაიყვანთ, იმიტომ, რომ თქვენი შვილი გარდაიცვალა. მახსოვს, უცებ ყველაფერი როგორ ჩამობნელდა და ჩავიკეცე. ამბავი ძალიან შავ ფერებში აღვიქვი. ის მაინც რომ მცოდნოდა, რომ ცუდად იყო, ჩემი მხარდაჭერა, ლოცვა უნდოდა, რასაკვირველია მანამდე ყველაფერს გავაკეთებდი... საოცარი შოკი მქონდა.- ჩვილის გარდაცვალების მიზეზი არ იკითხეთ?- მეორე დღეს გულის შეტევითო... თუმცა, ვიმეორებ, ბავშვის ცხედარი არავის გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო ვიყავი, ამ მოულოდნელი ამბის გამო ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა...- სახელის დარქმევა მოასწარით?- კი, მედ

რეალურად კი 6 შვილი ჰყავს გაჩენილი. ერთი აკლია. აქამდე ასე იცოდა, რომ გოგონა სამშობიაროში გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შვილს 30 წლის მანძილზე, როგორც გარდაცვლილს ისე იხსენიებდა, ბოლო ერთი წელია, რაც აზრები სრულიად შეეცვალა. განვლილი ცხოვრების გარკვეული ფურცლებს სხვაგვარად გადახედა და შეაფასა, რაზეც ახლა ვრცლად ისაუბრებს.
ხათუნა რაზმაძე:
ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდა. 1993 წელის 10 აგვისტოს ჩაჩავას კლინიკაში რიგით მეორე შვილი, სრულიად ჯანმრთელი გოგონა გავაჩინე. 19 წლის ვიყავი... ნორმალური ფეხმძიმობა მქონდა, მშობიარობაც უპრობლემო იყო. ექიმი წინასწარ აყვანილი არ მყოლია. მშობიარობამდე სოფელში ვისვენებდით, სადაც უფროსი შვილი მყავდა წაყვანილი და სამშობიარო ტკივილი იქ დამეწყო. სოფლის ახლობელმა ექიმმა მითხრა, ქალაქში ჩაასწრებო. მართლაც თბილისში მშვიდობიანად ჩამოვედით და „ჩაჩავაში“ მორიგე ექიმთან მოვხვდი. იმ საღამოს დაიბადა ჩემი მეორე შვილი - 2 კილო და 700 გრამი იყო... ახალშობილი გულზე დამაწვინეს, პირველი 3-5 წუთის მანძილზე მოვასწარი ჩახუტება, მისი სურნელის გაზიარება და მოფერება. დედის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი წუთები რაც არის, ეს განვიცადე. მერე ბავშვი ცალკე გადაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ პედიატრმა თქვა, რომ ჯანმრთელია და კარგად არის.
იმ საღამოს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გოგონას დაბადების აღსანიშნავად, ჩვენთანაც სუფრა გაიშალა, ახალდაბადებული სადღეგრძელოებით აავსეს, დალოცეს. იმ ღამემ ჩემთან, სამშობიაროშიც კარგად ჩაიარა, არანაირი გართულება არ მქონია. შემდეგ, როდესაც დედაჩემმა ბავშვისთვის შესაბამისი ტანსაცმელი, გასახვევი მოიტანა, თურმე კლინიკაში რაღაც ჩოჩქოლს შეესწრო. უკითხავს, - რა ხდებაო? ნარჩემაშვილის გოგონა (ნარჩემაშვილი მეუღლის გვარია) გარდაიცვალაო. თუმცა ამის შესახებ, იქ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
- ბავშვი თქვენ არ შემოგიყვანეს?
- როდესაც მოვიკითხე, უცნაური პასუხი მივიღე, ცოტა პატარაა, არ დავაძალოთ ძუძუს წოვა და რამდენიმე დღეში შემოგიყვანთო. ამიტომ რძეს ვიწველიდი და ვაგზავნიდი. დედაჩემის კი უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალება ხათუნას არ უთხრათ, დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ახალნამშობიარევია და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო. მოკლედ, ოჯახმა იცოდა და მე - არა, რომ ბავშვი აღარ იყო. ჩემს მამამთილს მოუთხოვია, ცხედარი გამატანეთ, რომ ახალგარდაცვლილის სხეული ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავკრძალოო. ვერ გაგატანთ, ასეთ დროს სამშობიაროს სასაფლაოზე ხდება დაკრძალვაო. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, რომ ვერ მეუბნებოდნენ. სამშობიაროში ვკითხულობდი, რატომ არ მოგყავთ ჩემი გოგონა, მპასუხობდნენ, რომ ჯერ ადრეა. ყველაზე ცუდი, რაც იყო მაჯერებდნენ, რომ ცუდად ვიყავი და საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი. რამდენი საწოლიდან ფეხს გადმოვდგამდი, მეუბნებოდნენ, - დაწექი, შენთვის წამოდგომა არ შეიძლებაო.
მართლა ასდე ცუდად იყავით?
- წამოდგომისას თითქოს თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან რაღაც ეჭვი მიჩნდება, რაიმე დამამშვიდებელს ხომ არ მაძლევდნენ, რომ მოვდუნებულიყავი... ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვი ნანახი და ჩახუტებული მყავდა, მერე დედა თავის შვილს 100 ბავშვში მაინც გამოარჩევს. ჰოდა, ბავშვის ჩემგან დამალვას თუ ცდილობდნენ, ჩემს სუსტად ყოფნას მიზეზად ამიტომ ხომ არ იდებდნენ, რომ მის სანახავად არ შევსულიყავი და მაბრკოლებდნენ?! ოჯახის წევრებს, კი უფრო ადვილად აჯერებდნენ, მაგრამ მაშინ ეს არც კი მიფიქრია... კლინიკიდან გაწერის დღე რომ დადგა და სახლში წასაყვანად მომაკითხეს (მეუღლე საერთოდ ვერ მოვიდა)... კიბეებზე ჩამოსვლისას სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ ბავშვს ვერ წაიყვანთ, იმიტომ, რომ თქვენი შვილი გარდაიცვალა. მახსოვს, უცებ ყველაფერი როგორ ჩამობნელდა და ჩავიკეცე. ამბავი ძალიან შავ ფერებში აღვიქვი. ის მაინც რომ მცოდნოდა, რომ ცუდად იყო, ჩემი მხარდაჭერა, ლოცვა უნდოდა, რასაკვირველია მანამდე ყველაფერს გავაკეთებდი... საოცარი შოკი მქონდა.
- ჩვილის გარდაცვალების მიზეზი არ იკითხეთ?
- მეორე დღეს გულის შეტევითო... თუმცა, ვიმეორებ, ბავშვის ცხედარი არავის გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო ვიყავი, ამ მოულოდნელი ამბის გამო ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა...
- სახელის დარქმევა მოასწარით?
- კი, მედეა ნარჩემაშვილი - მინდოდა, დედამთილის სახელი რქმეოდა. მთელი ორსულობა ვიცოდი, რომ მედეა უნდა ყოფილიყო, რადგან სქესი ჩვენთვის ცნობილი იყო. როცა ჩავიხუტე, მაშინაც ასე ვუთხარი - ჩემი მედეა... ახლაც ამ ამბის მოყოლისას ტკბილი ჟრუანტელი მივლის...
და მედეას შემდეგ კიდევ 4 შვილი გააჩინეთ...
- კი, 4 ლამაზი გოგონა შევმატე ქვეყანას... იმ მოულოდნელმა, გაურკვეველმა, თან შემზარავმა ფაქტმა, ჩემში ბევრი სტრესული გარემოება შექმნა. ეს რთული პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება სულ სხვა კუთხით წაიყვანა...
- რას გულისხმობთ?
- იმ პერიოდში ფსიქოლოგია-სოციოლოგიაზე ვსწავლობდი, მესამეკურსელი ვიყავი, მანამდე მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. დათრგუნულ, შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარს რომ გავესაუბრე, მითხრა, - ახლა ბავშვებთან მუშაობა გჭირდება და კურთხევით ბაღში, ან სკოლაში წახვალო. მგონია, რომ იმის მერე ჩემი ცხოვრება რეალურად შემობრუნდა. სოციოლოგიაც დავამთავრე და პარალელურად დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის შესაბამისი განათლებაც მივიღე და უკვე 30 წელია, მასწავლებელი ვარ. მთელი ამ წლების მანძილზე ყოველ 10 აგვისტოს საქველმოქმედო ტრენინგ-მოდულებს ვაკეთებდი, შემოსული თანხა მას გადაეცემოდა, ვინც პირველი (გოგონა) გაჩნდებოდა და ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამას იმ ჩემი გოგონას მოსახსენებლად, მის სახელზე ვაკეთებდი.
- როგორც მითხარით, წელს იმ ფაქტის მიმართ, რომ ბავშვი გარდაცვლილია, ეჭვი გაგიჩნდათ. რატომ?
- კი, აზრი შემეცვალა, - ყველაფერი ამოტრიალდასავით. თითქოს თავიდან დავიბადე. 30 წლის შემდეგ, ამ გადასახედიდან, და რაც თამუნა მუსერიძის ჯგუფის „ვეძებ“ წევრი გავხდი, ეჭვები გამიჩნდა. ამ ჯგუფში გაწევრების მიზეზი ალბათ მაინც ის იყო, რომ ეს ამბავი შინაგანად მაწუხებდა. ასევე უამრავი კითხვა მქონდა - ბავშვი ხომ ჯანმრთელი დაიბადა, ასე მოულოდნელად რა დაემართა და რატომ არ არის ჩემს გვერდით?!
"ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო... ახლა იუსტიციაში გავიგე, რომ ეს მშობიარობა არც დაფიქსირებულა" - მასწავლებელი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს
08:52 / 31-05-2025
"ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო... ახლა იუსტიციაში გავიგე, რომ ეს მშობიარობა არც დაფიქსირებულა" - მასწავლებელი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს
ხათუნა რაზმაძე 30 წელია, დაწყებითი კლასების მასწავლებელია, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია. არის რამდენიმე წიგნის და არაერთი საგანმანათლებლო, სასწავლო-მხიარული რესურსისა და ბევრი საინტერესო აქტივობის ავტორი. ის ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-ს სტუმარი იყო. სმენის დარღვევის მქონე, იმპლანტირებულ შვილზე, ბარბარე ნარჩემაშვილზე გვესაუბარა. ხათუნა რაზმაძე 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა.
რეალურად კი 6 შვილი ჰყავს გაჩენილი. ერთი აკლია. აქამდე ასე იცოდა, რომ გოგონა სამშობიაროში გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შვილს 30 წლის მანძილზე, როგორც გარდაცვლილს ისე იხსენიებდა, ბოლო ერთი წელია, რაც აზრები სრულიად შეეცვალა. განვლილი ცხოვრების გარკვეული ფურცლებს სხვაგვარად გადახედა და შეაფასა, რაზეც ახლა ვრცლად ისაუბრებს.
ხათუნა რაზმაძე:
- ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდა. 1993 წელის 10 აგვისტოს ჩაჩავას კლინიკაში რიგით მეორე შვილი, სრულიად ჯანმრთელი გოგონა გავაჩინე. 19 წლის ვიყავი... ნორმალური ფეხმძიმობა მქონდა, მშობიარობაც უპრობლემო იყო. ექიმი წინასწარ აყვანილი არ მყოლია. მშობიარობამდე სოფელში ვისვენებდით, სადაც უფროსი შვილი მყავდა წაყვანილი და სამშობიარო ტკივილი იქ დამეწყო. სოფლის ახლობელმა ექიმმა მითხრა, ქალაქში ჩაასწრებო. მართლაც თბილისში მშვიდობიანად ჩამოვედით და „ჩაჩავაში“ მორიგე ექიმთან მოვხვდი. იმ საღამოს დაიბადა ჩემი მეორე შვილი - 2 კილო და 700 გრამი იყო... ახალშობილი გულზე დამაწვინეს, პირველი 3-5 წუთის მანძილზე მოვასწარი ჩახუტება, მისი სურნელის გაზიარება და მოფერება. დედის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი წუთები რაც არის, ეს განვიცადე. მერე ბავშვი ცალკე გადაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ პედიატრმა თქვა, რომ ჯანმრთელია და კარგად არის.
იმ საღამოს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გოგონას დაბადების აღსანიშნავად, ჩვენთანაც სუფრა გაიშალა, ახალდაბადებული სადღეგრძელოებით აავსეს, დალოცეს. იმ ღამემ ჩემთან, სამშობიაროშიც კარგად ჩაიარა, არანაირი გართულება არ მქონია. შემდეგ, როდესაც დედაჩემმა ბავშვისთვის შესაბამისი ტანსაცმელი, გასახვევი მოიტანა, თურმე კლინიკაში რაღაც ჩოჩქოლს შეესწრო. უკითხავს, - რა ხდებაო? ნარჩემაშვილის გოგონა (ნარჩემაშვილი მეუღლის გვარია) გარდაიცვალაო. თუმცა ამის შესახებ, იქ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
- ბავშვი თქვენ არ შემოგიყვანეს?
- როდესაც მოვიკითხე, უცნაური პასუხი მივიღე, ცოტა პატარაა, არ დავაძალოთ ძუძუს წოვა და რამდენიმე დღეში შემოგიყვანთო. ამიტომ რძეს ვიწველიდი და ვაგზავნიდი. დედაჩემის კი უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალება ხათუნას არ უთხრათ, დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ახალნამშობიარევია და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო. მოკლედ, ოჯახმა იცოდა და მე - არა, რომ ბავშვი აღარ იყო. ჩემს მამამთილს მოუთხოვია, ცხედარი გამატანეთ, რომ ახალგარდაცვლილის სხეული ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავკრძალოო. ვერ გაგატანთ, ასეთ დროს სამშობიაროს სასაფლაოზე ხდება დაკრძალვაო. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, რომ ვერ მეუბნებოდნენ. სამშობიაროში ვკითხულობდი, რატომ არ მოგყავთ ჩემი გოგონა, მპასუხობდნენ, რომ ჯერ ადრეა. ყველაზე ცუდი, რაც იყო მაჯერებდნენ, რომ ცუდად ვიყავი და საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი. რამდენი საწოლიდან ფეხს გადმოვდგამდი, მეუბნებოდნენ, - დაწექი, შენთვის წამოდგომა არ შეიძლებაო.
- მართლა ასდე ცუდად იყავით?
- წამოდგომისას თითქოს თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან რაღაც ეჭვი მიჩნდება, რაიმე დამამშვიდებელს ხომ არ მაძლევდნენ, რომ მოვდუნებულიყავი... ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვი ნანახი და ჩახუტებული მყავდა, მერე დედა თავის შვილს 100 ბავშვში მაინც გამოარჩევს. ჰოდა, ბავშვის ჩემგან დამალვას თუ ცდილობდნენ, ჩემს სუსტად ყოფნას მიზეზად ამიტომ ხომ არ იდებდნენ, რომ მის სანახავად არ შევსულიყავი და მაბრკოლებდნენ?! ოჯახის წევრებს, კი უფრო ადვილად აჯერებდნენ, მაგრამ მაშინ ეს არც კი მიფიქრია... კლინიკიდან გაწერის დღე რომ დადგა და სახლში წასაყვანად მომაკითხეს (მეუღლე საერთოდ ვერ მოვიდა)... კიბეებზე ჩამოსვლისას სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ ბავშვს ვერ წაიყვანთ, იმიტომ, რომ თქვენი შვილი გარდაიცვალა. მახსოვს, უცებ ყველაფერი როგორ ჩამობნელდა და ჩავიკეცე. ამბავი ძალიან შავ ფერებში აღვიქვი. ის მაინც რომ მცოდნოდა, რომ ცუდად იყო, ჩემი მხარდაჭერა, ლოცვა უნდოდა, რასაკვირველია მანამდე ყველაფერს გავაკეთებდი... საოცარი შოკი მქონდა.
- ჩვილის გარდაცვალების მიზეზი არ იკითხეთ?
- მეორე დღეს გულის შეტევითო... თუმცა, ვიმეორებ, ბავშვის ცხედარი არავის გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო ვიყავი, ამ მოულოდნელი ამბის გამო ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა...
- სახელის დარქმევა მოასწარით?
- კი, მედეა ნარჩემაშვილი - მინდოდა, დედამთილის სახელი რქმეოდა. მთელი ორსულობა ვიცოდი, რომ მედეა უნდა ყოფილიყო, რადგან სქესი ჩვენთვის ცნობილი იყო. როცა ჩავიხუტე, მაშინაც ასე ვუთხარი - ჩემი მედეა... ახლაც ამ ამბის მოყოლისას ტკბილი ჟრუანტელი მივლის...
ხათუნა რაზმაძე მეუღლესთან - კახაბერ ნარჩემაშვილთან და შვილთან - ბარბარე ნარჩემაშვილთან ერთად
- და მედეას შემდეგ კიდევ 4 შვილი გააჩინეთ...
- კი, 4 ლამაზი გოგონა შევმატე ქვეყანას... იმ მოულოდნელმა, გაურკვეველმა, თან შემზარავმა ფაქტმა, ჩემში ბევრი სტრესული გარემოება შექმნა. ეს რთული პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება სულ სხვა კუთხით წაიყვანა...
- რას გულისხმობთ?
- იმ პერიოდში ფსიქოლოგია-სოციოლოგიაზე ვსწავლობდი, მესამეკურსელი ვიყავი, მანამდე მასწავლებლობაზე არასდროს მიოცნებია. დათრგუნულ, შებოჭილ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარს რომ გავესაუბრე, მითხრა, - ახლა ბავშვებთან მუშაობა გჭირდება და კურთხევით ბაღში, ან სკოლაში წახვალო. მგონია, რომ იმის მერე ჩემი ცხოვრება რეალურად შემობრუნდა. სოციოლოგიაც დავამთავრე და პარალელურად დაწყებითი კლასების მასწავლებლისთვის შესაბამისი განათლებაც მივიღე და უკვე 30 წელია, მასწავლებელი ვარ. მთელი ამ წლების მანძილზე ყოველ 10 აგვისტოს საქველმოქმედო ტრენინგ-მოდულებს ვაკეთებდი, შემოსული თანხა მას გადაეცემოდა, ვინც პირველი (გოგონა) გაჩნდებოდა და ვისაც დახმარება სჭირდებოდა. ამას იმ ჩემი გოგონას მოსახსენებლად, მის სახელზე ვაკეთებდი.
- როგორც მითხარით, წელს იმ ფაქტის მიმართ, რომ ბავშვი გარდაცვლილია, ეჭვი გაგიჩნდათ. რატომ?
- კი, აზრი შემეცვალა, - ყველაფერი ამოტრიალდასავით. თითქოს თავიდან დავიბადე. 30 წლის შემდეგ, ამ გადასახედიდან, და რაც თამუნა მუსერიძის ჯგუფის „ვეძებ“ წევრი გავხდი, ეჭვები გამიჩნდა. ამ ჯგუფში გაწევრების მიზეზი ალბათ მაინც ის იყო, რომ ეს ამბავი შინაგანად მაწუხებდა. ასევე უამრავი კითხვა მქონდა - ბავშვი ხომ ჯანმრთელი დაიბადა, ასე მოულოდნელად რა დაემართა და რატომ არ არის ჩემს გვერდით?!
უფროსი და უმცროსი შვილები - გიორგი და ბარბარე ნარჩემაშვილები
- სამშობიარომ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ბავშვი გარდაიცვალა, არ მოგცათ?
- რაღაც ჩანაწერი იყო, რომელიც ჩემს მამამთილს ჰქონდა შენახული, მაგრამ ვეღარ მივაგენით. თან ამ თემას იმდენად ტაბუ დავადეთ, იმდენად მძიმე იყო, რომ არ ვსაუბრობდით. წელს მრავალშვილიანობის ცნობის აღება რომ მომიწია, იუსტიციის სახლში მივედი. ჩემს ჩანაწერში მხოლოდ 5 მშობიარობაა დაფიქსირებული. იმ ბავშვის არც დაბადება და არც გარდაცვალება არ ჩანს. ჩაჩავას კლინიკასაც მივაკითხე, მაგრამ არქივი დაიწვაო - ასეთი პასუხი მივიღე. ამ ფაქტებმა ჩემი ეჭვები მეტად გამიღრმავა, - ნუთუ ცოცხალია?! ადამიანი, რომელიც დაიბადება და თუნდაც 15 წუთი იცოცხლებს, მისი დაბადება-გარდაცვალების ჩანაწერი უნდა არსებობდეს... მერე გავიგე, რომ არსებობს დნმ-ტესტი, რომელიც შეიძლება, გაიკეთო. ვინაიდან საქართველოში ის არ არის, უნდა გამოიწერო. საკმაო თანხაზეა საუბარი, მაგრამ ფასდაკლება იყო და ქალბატონი თამუნას დახმარებით შევიძინე, გავიკეთე. ამ ეტაპზე იმ მოლოდინში ვარ, რომ ჩემს შვილს ვიპოვი და ჩავიხუტებ.
- როგორც ვიცი, ვისაც ეძებ, მასაც უნდა ჰქონდეს ტესტი გაკეთებული, რომ დედაშვილობა დადასტურდეს, ხომ?
- კი, ასეა. მასაც უნდა ჰქონდეს ტესტი გაკეთებული, მაგრამ შეიძლება ის ჯერ არ მეძებს... როდესაც ჩემი ამბავი იმ ჯგუფში დავწერე, 1993 წელს დაბადებული 2-3 გოგონა გამომეხმაურა. ნაშვილები ყოფილან. ერთ-ერთმა ტესტი გაიკეთა და მომწერა, რომ როგორ მინდოდა, ჩემი დედიკო ყოფილიყავითო. ერთმაც გაიკეთა პასუხს ველოდებით.
- როდესაც თქვენს შვილს იპოვით, რას ეტყვით?
- მინდა ვუთხრა, რომ მე არ დამიტოვებია, არ გამიყიდია, არც მიფიქრია. არც მე და არც ჩვენ ოჯახს მასზე უარი არ გვითქვამს. ის ჩემთვის სასურველი, სანატრელი, საყვარელია - არასდროს ვივიწყებ. როგორ შეიძლება დამავიწყდეს?! ასეთ რამეს დედა როგორ გავაკეთებდი, რომელმაც მას მერე კიდევ 4 შვილი გავაჩინე?! მაშინ ისეთი შავ-ბნელი წლები იყო, რომ ბევრი მძიმე ამბავი ხდებოდა. იმ ადამიანის მიმართ, ვინც იშვილა და გაზარდა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს არ ეტყოდნენ, რომ მისი თავი ბიოლოგიურ დედას მოჰპარეს... შესაძლოა დაბადების თარიღებიც შეეცვალათ...
ფიქრობთ, რომ ბავშვი გაყიდეს?
- დიახ, ამას დანამდვილებით ვამბობ და ეს არ არის ცილისწამება. იმ ძველ ამბებს ახლა რომ ვაფასებ და სხვა თვალით ვუყურებ, ყველაფერი ამაზე მეტყველებს. მე ვიყავი ჩემი ოჯახიდან ერთადერთი, ვინც ბავშვი ვნახე, დავიმახსოვრე, შევიყვარე და სწორედ მე მიმალავდნენ მას. იმიტომ იყო, რომ ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, არაფერი უთხრათ, ცუდად არისო... ამ ყველაფრის თავიდან, წლების შემდეგ გააზრებისას უკვე მგონია და მჯერა, რომ ცოცხალია. თუ ეჭვი მასაც შეეპარება და ტესტს გაიკეთებს, ორივეს ელექტრონულ ფოსტაზე მოგვივა პასუხი, რომ მე ვარ დედა და ის არის შვილი. ვიცი, რომ აუცილებლად ვიპოვი. მთელი 30 წელი გამოდის, ცრუ რეალობაში ვიცხოვრე.
- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენი აზრისა და პოზიციის ასე შეცვლას?
- ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ 1993 წელს ერთი შვილი დავკარგე. მისი დაბადების დღეს, ხომ გითხარით, რაღაცნაირად აღვნიშნავდით კიდეც. იმ დღეს რაღაც უფრო მეტად მოწყენილი ვხდებოდი, ყველა მგულშემატკივრობდა. მეუღლეს ამდენი ფიქრის შემდეგ რომ ვუთხარი, - მჯერა, რომ გოგონა ცოცხალია-მეთქი. მოდი, არ ავურიოთ ცხოვრება, იქნებ ვინც გაზარდა, მასთან კარგად გრძნობს თავსო. თუ იცის, რომ ნაშვილებია და მასაც უნდა, იპოვოს ნამდვილი ოჯახი, იპოვოს. აქამდე ამ თემაზე ოჯახის წევრები იმის გამო არ საუბრობდნენ, რომ ჩემთვის მტკივნეული საკითხი იყო. ახლა იმ წლებიდან თითოეული რაღაცას იხსენებს და ამბობს, რომ მათაც სჯერათ, რომ ცოცხალია. როგორც ჩანს, მათაც ეს ეჭვები ღრღნიდათ... ბოლოს ისიც ამეკვიატა, - ქუჩაში, ტრანსპორტში დაახლოებით ამ ასაკის გოგონას რომ დავინახავ, ფიქრს ვიწყებ, - ეს ხომ არ არის?!. ეს ზედმეტად ემოციურია, მაგრამ დავიჯერე, რომ ცოცხალია, რადგან ერთმანეთს ბევრი ფაქტი დაემთხვა. იმ ჯგუფში ჩემი შვილებიც დაემატნენ, მონდომებულები არიან და ყველანი ერთად ვეძებთ, გვინდა, ვიპოვოთ დაკარგული გოგონა. მინდა, იცოდეს, მიყვარს, მეყვარება და მზად ვარ რომ მივიღო, რასაკვირველია, თუ მასაც უნდა ეს.
დედას ახალდაბადებული ჩვილის სახე, როგორც ცნობილია, არ ავიწყდება. როგორი იყო მედეა?
- ცოტა შავგვრემანი, მოკლე, პატარა თმა ჰონდა, ბუსუსებივით და ყველაზე ლამაზი იყო მსოფლიოში. პირველივე შეხედვაზე ვფიქრობ, რომ ჩემს მეუღლეს ჰგავდა. ყველი შვილის დაბადებისას სულ მქონდა პარალელი - ნახე, იმას ჰყავს. მესამე შვილს, გოგონასაც მედეა დავარქვი... იმ მშობიარობის შემდეგ ასეთი რამ დამემართა - ნაყოფი როგორც კი 5-6 თვის ხდებოდა, ორგანიზმი თითქოს მის გამოდევნას ცდილობდა. ეტყობა, შინაგანი შიში იყო, ქვეცნობიერმა წამოიღო, მუდმივად ნაადრევი მშობიარობის ნიშნები მეწყებოდა. წოლითი რეჟიმი, ექიმები მჭირდებოდა. 9 თვემდე ძლივს მივიყვანდი ხოლმე... წელს მოვხვდი ფსიქოლოგთან და ეს რომ ვუთხარი, ასე ამიხსნა - შენმა ორგანიზმმა ქვეცნობიერში ჩაიდო ის, რომ როგორც კი ახლოვდებოდა მშობიარობა, თავდაცვის ამბავი იღვიძებდა და დაბრკოლებას ქმნიდაო. მსგავსი რამ არც პირველ და არც იმ ბავშვზე მქონია.
- მანამდე გიფიქრიათ იმაზე, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით?
- ჩემი ქართული ენის მასწავლებელი იყო ელენე სურგულაძე, 1989 წელი გვაქვს გამოვლილი და პატრიოტიზმზე რომ ვსაუბრობდით, ქართველებმა ერი უნდა გავამრავლოთ. მრავალშვილიანობა ყველა ოჯახისთვის აუცილებელიაო. ეს მაშინ ჩამეწვეთა და პატარა გოგოს წამომცდა - 7 შვილი უნდა მყავდეს-მეთქი. ბარბარეს შემდეგ, მეექვსე მშობიარობა უკვე საკეისრო კვეთა იყო და საკმაოდ რთულად იყო საქმე, თორემ შეიძლება ეს სურვილი და სიტყვა შემესრულებინა. 7 არა, მაგრამ 6 შვილი გავაჩინე. ამ ამბავმა იმ მიმართულებით წამიყვანა, რომ ვარ მრავალშვილიანი დედა. როგორც გითხარით, მასწავლებელიც ამ ფაქტისა და ამბის შემდეგ გავხდი. მოვხვდი იქ, სადაც უნდა ვიყო და ახლა ვფიქრობ, დროა ვიპოვო შვილი.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






