ჯინ შაჰინი – დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მივესალმები დიდი ბრიტანეთის მიერ იმ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რომ ქართველი ხალხის უფლებები დაიცვან, თავს არიდებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების […]

აპრ. 22, 2025 - 04:27
 0
ჯინ შაჰინი – დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, – ამის შესახებ -ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მივესალმები დიდი ბრიტანეთის მიერ იმ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რომ ქართველი ხალხის უფლებები დაიცვან, თავს არიდებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, – წერს ჯინ შაჰინი.
ცნობისთვის, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow