“ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსი” კასპში ინერტული მასალების მოპოვებას იწყებს, ინვესტიცია – ₾2 მლნ
კომპანია „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსი“ კასპის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვებას იწყებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონი ლარის ფარგლებშია და ადგილზე 10-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. მაია ზავრაშვილი მშენებლობისა და რემონტის ახლად ამოქმედებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo-ს დამფუძნებელიც არის და როგორც „წერტილში“ თქვა, სწორედ ინერტულ მასალებზე კლიენტების […]


კომპანია „ჯორჯიან მაინინგ პროდაქთსი“ კასპის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალების მოპოვებას იწყებს.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის თანადამფუძნებელმა მაია ზავრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონი ლარის ფარგლებშია და ადგილზე 10-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მაია ზავრაშვილი მშენებლობისა და რემონტის ახლად ამოქმედებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo-ს დამფუძნებელიც არის და როგორც „წერტილში“ თქვა, სწორედ ინერტულ მასალებზე კლიენტების მოთხოვნა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოპოვება გადაწყდა.
„კასპის მუნიციპალიტეტში შევიძინეთ საბადო, სადაც განვავითარეთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. მოპოვების ლიცენზია და სხვა საჭირო ნებართვები უკვე გვაქვს. უახლესი ტექნიკა-დანადგარები დაინსტალირდება; ინერტული მასალების მოპოვების პროცესი 2-3 კვირაში დაიწყება და ადგილზე გადავამუშავებთ. ჩვენი [Bomo] მომხმარებლის ძირითადი ნაწილი ცდილობს, გამარტივებულად, ონლაინ შეიძინოს ინერტული მასალები და ჩავთვალეთ, რადგან მოთხოვნა არის, ჩვენვე დაგვეწყო მოპოვება და წარმოება“, – განაცხადა მაია ზავრაშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში წიაღის სექტორის ყოფილმა უფროსმა საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს საინვესტიციო პოტენციალზეც ისაუბრა. სწრაფი გადაწყვეტილებები და პრაქოტიული მიდგმა – ეს ის ორი მთავარი ფაქტორია, რაც მაია ზავრაშილის აზრით, წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას გაამარტივებს.
ცნობისთვის: 2024 წელს საქართველოს სამთომოპოვებით მრეწველობაში მხოლოდ 2.5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია თუ არ ჩავთვლით პანდემიურ 2021 წელს; მეტიც 2007 წლიდან მოყოლებული, რაც საქსტატი ითვლის FDI-ს, ასეთი დაბალი ინვესტიცია ამ სექტორში არ დაფიქსირებულა.
What's Your Reaction?






