აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და უნდა დაისაჯოს
ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული. „სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა, ჩაიდინა დიდი დანაშაული; ის უნდა დაისაჯოს და ისჯება, ის ახლავე ისჯება“, – აღნიშნულია ხამენეის პოსტში. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე […]


ისრაელმა მძიმე შეცდომა დაუშვა და დიდი დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა დაისაჯოს, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის X -ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
„სიონისტმა მტერმა მძიმე შეცდომა დაუშვა, ჩაიდინა დიდი დანაშაული; ის უნდა დაისაჯოს და ისჯება, ის ახლავე ისჯება“, – აღნიშნულია ხამენეის პოსტში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
What's Your Reaction?






