ალისონმა "ლივერპულს" ვერ უშველა - "კრისტალ პალასი" სუპერთასის ჩემპიონია
ალისონმა "ლივერპულს" პენალტებში ვერ უშველა - "კრისტალ პალასი" სუპერთასის ჩემპიონია

ძირითადი დროის ფრედ, 2:2 დასრულების შემდეგ, მატჩში პირდაპირ პენალტების სერია ვიხილეთ, რომელსაც კლუბებისთვის წარმატებულს ვერ დავარქმევდით, ვინაიდან "პალასიდან" 2 პენალტი გაცუდდა, ეზესა და სოსასგან, ხოლო მერსისაიდელთაგან სამი. თავისი შანსი სალაჰმა, მაკალისტერმა და ელიოტმა ვერ გამოიყენეს.
საბოლოო ჯამში კი პენალტების სერიაში გამარჯვებული "კრისტალ პალასი" გამოვიდა, 3:2 და ტიტულიც დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულის" ქართველი კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.
What's Your Reaction?






