“ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს” – ფერდინანდი “არსენალთან” მარცხის შემდეგ
პრემიერლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალმა” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ეშმაკები” დამარცხდნენ, მათმა თამაშმა ქომაგებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან რუბენ ამორიმის გუნდმა დავიდ რაიას კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ამ მატჩს ლეგენდარული რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა. მისი თქმით, “იუნაიტედისგან” ტოპ გუნდის წინააღმდეგ ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა […]


პრემიერლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალმა” გასვლაზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ “წითელი ეშმაკები” დამარცხდნენ, მათმა თამაშმა ქომაგებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან რუბენ ამორიმის გუნდმა დავიდ რაიას კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
ამ მატჩს ლეგენდარული რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა. მისი თქმით, “იუნაიტედისგან” ტოპ გუნდის წინააღმდეგ ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებული შეხვედრა დიდი ხანია არ უნახავს.
“მიუხედავად მარცხისა, ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს.
ძალა, პრესინგი, სიჩქარე, ასევე კუნიასა და მბეუმოს ეფექტური თამაში. გამოჩნდა, რომ ვარჯიში უშედეგო ნამდვილად არ ყოფილა.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს: გოლი უაზროდ გავუშვით, მეკარეს გაუმჯობესება სჭირდება, იგი უფრო აგრესიული უნდა იყოს, ძლიერ გუნდებთან კონცენტრაციის დაკარგვა შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს”, – დაწერა ფერდინანდმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” მომდევნო შეხვედრას 24 აგვისტოს “ფულემის” წინააღმდეგ გამართავს, “არსენალი” კი 23 აგვისტოს “ლიდს იუნაიტედს” დაუპირისპირდება.
“კროოსი? ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყო, მე მასზე უკეთესი ვიყავი” – ჯონ ობი მიკელი
არისაბალაგა “ჩელსიდან” “არსენალში” გადავიდა
“ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის” – რა განაცხადა ფერდინანდმა?
დიოკერეში “არსენალთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი “არსენალმა” “კრუზეიროში” გაასხვისა
“ზაფხულში მამარდაშვილის მოსვლის მერე, “ლივერპულში” ამის გამო პრობლემები დაიწყება” – მაკმანამანი “მერსისაიდელთა” მეკარეთა არჩევანზე
პირადი კონტრაქტი შეათანხმა – გარნაჩო “ჩელსის” მიუახლოვდა
“მისი რეინკარნაციაა” – ფერდინანდმა კვარა ბრიტანელ ფეხბურთელს შეადარა
“ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო კარიერას არ დავასრულებ” – კრიშტიანო რონალდო კრიტიკოსებზე
“ონანა თუ დე ხეა?” – ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO]”პრესა ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს” – კვარაცხელიამ დემბელეს ნეგატიური იმიჯის შესახებ ისაუბრა
“ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე, ვისთანაც მითამაშია?” – კვარას ვრცელი ინტერვიუ რიო ფერდინანდთან
ტეო ერნანდესის შემცვლელი – “მილანს” ზინჩენკოს დამატება სურს
“მესმის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით” – შირერმა შეშკოს “მანკუნიანელებში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
“არსენალი” ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
კაზემირო: წელს პრემიერლიგას “მანჩესტერ იუნაიტედი” მოიგებს
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
What's Your Reaction?






