ალ ნასრი პრესკონფერენციაზე კრიშტიანო რონალდოს წასვლას გამოაცხადებს
ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ დღეს „ალ-ნასრი“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც კლუბში განხორციელებულ ცვლილებებთან...

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რამდენიმე დღის წინ უკვე მიანიშნა, რომ შესაძლოა, გუნდს დაემშვიდობოს. როგორც წყარო იტყობინება, 40 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, შესაძლოა, კვლავ საუდის არაბეთში დარჩეს და „ალ-ჰილალს“ შეუერთდეს — იმ კლუბს, რომელიც 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
სწორედ ამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის სპეციალური სატრანსფერო ფანჯარა 2 ივნისს გაიხსნება და 10 ივნისს დაიხურება.
2024/25 წლების სეზონში „ალ-ნასრმა“ 70 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. რონალდუ კი საუდის ლიგის ბომბარდირი გახდა 25 გატანილი გოლით. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, პორტუგალიელმა გუნდის შემადგენლობაში 105 მატჩი ჩაატარა, 93 გოლი გაიტანა და 19 ასისტი მიითვალა.
What's Your Reaction?






