"შესაძლებელია სხვაგან თამაშიც უნდოდეს" - კიტეიშვილი მალე შტურმს დატოვებს?
"შესაძლებელია სხვაგან თამაშიც გინდოდეთ" - კიტეიშვილი მალე შტურმს დატოვებს?

"კიტეიშვილის პოტენციური ტრანსფერი? ამისგან ჯერ ძალიან შორს ვართ. თუმცა, გასაგებია, რომ ბოლო წლებში მან არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ასეთ დონეზე, როცა ზედიზედ ორჯერ ხარ სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ბუნებრივია, გიჩნდება სხვა ჩემპიონატში თამაშის სურვილიც. მაგრამ ამ ეტაპზე მომდევნო სეზონს ოთართან ერთად ვგეგმავთ.“
29 წლის ქართველი ნახევარმცველი ბოლო წლებში "შტურმის" ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
ის ზედიზედ ორჯერ დასახელდა ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.
მოქმედი კონტრაქტი ავსტრიულ კლუბთან 2027 წლამდე აკავშირებს.
მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება €10–15 მილიონად არის შეფასებული.
ბოლო პერიოდში კიტეიშვილის შესაძლო გადაბარგებას რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებენ, თუმცა კონკრეტულ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასთან ერთად შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
What's Your Reaction?






