რაც კვარა წავიდა ფულს არ ინანებენ - ლაურენტისი კონტეს ხელფასს გაუზრდის?
"ნაპოლი" ანტონიო კონტეს შენარჩუნებას ცდილობს – დე ლაურენტისი მზადაა ანაზღაურება გაზარდოს

კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კონტეს გაზრდილი ანაზღაურება შესთავაზა.
მხარეები სამშაბათს რომში შეხვდნენ, თუმცა 55 წლის იტალიელმა სპეციალისტმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა.
კონტეს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლი" ყველაფერს აკეთებს, რათა წარმატებული სეზონის შემდეგ კონტე გუნდში შეინარჩუნოს.
კონტესთვის ეს სერია A-ს მეხუთე ტიტული იყო მწვრთნელის ამპლუაში და პირველი — „ნაპოლისთან“. მისი მოღვაწეობა ნეაპოლში უკვე მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევა და კლუბს იმედი აქვს, რომ ის ახალი პროექტისთვისაც დარჩება გუნდში.
საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ხოლო „ნაპოლისთვის“ კონტეს დარჩენა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ.
What's Your Reaction?






