"ამის გამო ხვიჩას ძალიან მადლიერი ვარ" - პსჟს რუსი მეკარე

პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მოედანზე არ ანათებს. როგორც გუნდის მეკარე მატვეი საფონოვი აღიარებს...

ივნ. 6, 2025 - 03:57
 0
"ამის გამო ხვიჩას ძალიან მადლიერი ვარ" - პსჟს რუსი მეკარე
პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ მოედანზე არ ანათებს. როგორც გუნდის მეკარე მატვეი საფონოვი აღიარებს, ქართველ ფეხბურთელთან მეგობრობა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალ გარემოში ადაპტაციისთვის. აღმოჩნდა, რომ სწორედ კვარამ გაუწოდა პირველი ხელი და იმაზე მეტი გააკეთა გუნდის ახალწვეულისთვის, ვიდრე ბევრი იფიქრებდა.

საფონოვის განცხადებით, პსჟ-ში ხვიჩაა მისი ყველაზე ახლო მეგობარი. "ალბათ, მასთან სხვებზე უკეთ ვურთიერთობ, რადგან ენობრივი ბარიერი არ გვაქვს და მარტივად ვსაუბრობთ", — აღნიშნა მეკარემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ხვიჩას ხშირად უგზავნის ძველი დროიდან რუბინის ფოტოებს, რაზეც ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის თბილად რეაგირებს.

"მგონია, რომ ხვიჩამ ჩემზე მეტი გააკეთა, ვიდრე მე მისთვის. ახლა მყავს ადამიანი, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია საუბარი".

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow