"ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - კიტეიშვილის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ

"ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - კიტეიშვილის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ

მაი. 25, 2025 - 04:26
 0
"ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - კიტეიშვილის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ
2024/25 წლების სეზონის დასკვნით, 32-ე ტურში გრაცელები სანდრო ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის.

კიტეიშვილისთვის ეს ზედიზედ მეორე ტიტულია "შტურმის" მაისურით, და, როგორც თავად აღნიშნა, ემოციებით აღსავსე წარმატება იყო:

"ემოციებს ვერც კი აღვწერ. სეზონი ძალიან გრძელი და რთული იყო, ყველანი დაღლილები ვართ, მაგრამ ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ... ეს ალბათ საუკეთესო გრძნობაა – რთული სეზონის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნა." – განაცხადა ოთარმა მატჩის შემდეგ მედიასთან.

კიტეიშვილმა გამორჩეულად ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა – 41 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

12 გოლი მხოლოდ ავსტრიის ბუნდესლიგაში, რაც მას სეზონის ბომბარდირთა რეიტინგში მეოთხე ადგილს ანიჭებს.

კიტეიშვილის გუნდი ახლა ჩემპიონობასთან ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მიიღებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow