საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა
სააგენტო "პარალელი" საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა ✅ საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა. ქვეყანაში წარმოდგენილია მცენარეთა 4100-ზე მეტი სახეობა, მათი 21% საქართველოს ენდემია. მრავალფეროვანია ქვეყნის ფაუნაც. საქართველოში გავრცელებულია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა. ???? მოწყვლადი სახეობის მომრავლებისა და მათი ველური პოპულაციების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების […] საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა
საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა.
ქვეყანაში წარმოდგენილია მცენარეთა 4100-ზე მეტი სახეობა, მათი 21% საქართველოს ენდემია. მრავალფეროვანია ქვეყნის ფაუნაც. საქართველოში გავრცელებულია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.
მოწყვლადი სახეობის მომრავლებისა და მათი ველური პოპულაციების აღდგენის მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ:
დაიწყო პროექტი, რომელიც “წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. 2016 წლიდან დღემდე საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 3.5 მლნ ქვირითით დათევზიანდა.
მოაწყო კაკბის, კოლხური ხოხბის და ე.წ. ხონთქრის ქათმის საშენი მეურნეობა. ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებსა და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობებში გაზრდილი პოპულაციების გაშვება ხდება მათ საბინადრო გარემოში.
დაიწყო პროექტი, რომელიც ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენის გახსნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, 8000 ჰექტარ ფართობზე კეთილშობილი ირმის ველური პოპულაცია შეიქმნება.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა
ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საქართველო მდიდარი ბიომრავალფეროვნებით: ენდემური სახეობებით, იშვიათი ჰაბიტატებითა და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით გამოირჩევა
პარალელი
What's Your Reaction?






