"ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - კიტეიშვილის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ
"ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ" - კიტეიშვილის ემოციები ჩემპიონობის შემდეგ

კიტეიშვილისთვის ეს ზედიზედ მეორე ტიტულია "შტურმის" მაისურით, და, როგორც თავად აღნიშნა, ემოციებით აღსავსე წარმატება იყო:
"ემოციებს ვერც კი აღვწერ. სეზონი ძალიან გრძელი და რთული იყო, ყველანი დაღლილები ვართ, მაგრამ ამ მომენტით დავტკბებით და ვიზეიმებთ... ეს ალბათ საუკეთესო გრძნობაა – რთული სეზონის შემდეგ გამარჯვების აღნიშვნა." – განაცხადა ოთარმა მატჩის შემდეგ მედიასთან.
კიტეიშვილმა გამორჩეულად ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა – 41 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
12 გოლი მხოლოდ ავსტრიის ბუნდესლიგაში, რაც მას სეზონის ბომბარდირთა რეიტინგში მეოთხე ადგილს ანიჭებს.
კიტეიშვილის გუნდი ახლა ჩემპიონობასთან ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მიიღებს.
What's Your Reaction?






