"ამ ყველაფრის ახსნა მარტივი არ არის" - ხვიჩა კვარაცხელია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი პსჟ-სა და ასტონ ვილას შორის დაძაბულად წარიმართა...

მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი აზრი ჟურნალისტებთან დააფიქსირა.
"მატჩის მსვლელობის ახსნა მარტივი ნამდვილად არ არის. ასტონ ვილამ აგრესიული თამაში შემოგვთავაზა და ხშირად ცდილობდა გრძელი გადაცემებით ჩვენთვის პრობლემების შექმნას. საბოლოოდ კი მთავარი მიზანი - ნახევარფინალში გასვლა მიღწეულია", — განაცხადა კვარაცხელიამ RMC Sport-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 1/2 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ არსენალს დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






