“არჩევნები არის ერთ-ერთი თემა… ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს” – ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძის კომენტარი
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა: “არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება. ერთობა არ ნიშნავს იმას, […] The post “არჩევნები არის ერთ-ერთი თემა… ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს” – ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძის კომენტარი appeared first on .

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
“არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება.
ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”
წყარო – ტვ პირველი
The post “არჩევნები არის ერთ-ერთი თემა… ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს” – ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძის კომენტარი appeared first on .
What's Your Reaction?






