სინდისის პატიმრების ოჯახები: 14-ში სტუდენტებმა მარში დააანონსეს, ვუცხადებთ სოლიდარობას

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს და უერთდებიან მათ მიერ 14 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო მარშს. ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთევან ქერაშვილმა გააკეთა. “სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა განვაცხადეთ, რომ დავიწყეთ მოძრაობა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. როგორც შეგპირდით, ვიქნებით აქტიურად ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. როგორც […]

აპრ. 9, 2025 - 02:57
 0
სინდისის პატიმრების ოჯახები: 14-ში სტუდენტებმა მარში დააანონსეს, ვუცხადებთ სოლიდარობას

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს და უერთდებიან მათ მიერ 14 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო მარშს.
ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის დამ, ქეთევან ქერაშვილმა გააკეთა.
“სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა განვაცხადეთ, რომ დავიწყეთ მოძრაობა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. როგორც შეგპირდით, ვიქნებით აქტიურად ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
როგორც იცით, 14 აპრილს სტუდენტებმა დააანონსეს ძალიან დიდი მარში და ჩვენ ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას, სინდისის პატიმრების ოჯახები და ვაცხადებთ, რომ ვიქნებით ჩართულნი ამ პროცესში, დაგეხმარებით ყველა მიმართულებით, რაშიც შეიძლება ჩვენ გამოგადგეთ და ვიდგეთ თქვენს გვერდით და დავიწყოთ მეგობრებო, დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან”, – თქვა მან აქციაზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow