ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რაისის გმირობანი. “არსენალმა” “რეალი“ გაანადგურა – “ინტერმა“ „ბაიერნს” მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა. „არსენალმა“ სახლში „რეალი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი საოცრად შესრულებული საჯარიმოებიდან რაისმა შეასრულა, ერთი გოლი კი მერინომ გაიტანა. „მეთოფეებს“ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა. „ინტერმა“ სტუმრად „ბიერნს“ 2:1 სძლია. მარტინესმა ტურნირზე მე-19 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ნერაძურის“ ისტორიაში ბომბარდირი გახდა. არსენალი – რეალი […]

აპრ. 9, 2025 - 02:57
 0
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: რაისის გმირობანი. “არსენალმა” “რეალი“ გაანადგურა – “ინტერმა“ „ბაიერნს” მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ორი პირველი მეოთხედფინალური მატჩი ჩატარდა.
„არსენალმა“ სახლში „რეალი“ 3:0 დაამარცხა. დუბლი საოცრად შესრულებული საჯარიმოებიდან რაისმა შეასრულა, ერთი გოლი კი მერინომ გაიტანა. „მეთოფეებს“ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე კურტუა.
„ინტერმა“ სტუმრად „ბიერნს“ 2:1 სძლია. მარტინესმა ტურნირზე მე-19 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით „ნერაძურის“ ისტორიაში ბომბარდირი გახდა.
არსენალი – რეალი 3:0
გოლები: 1:0 რაისი (58), 2:0 რაისი (70), 3:0 მერინო (75)
გაძევება: კამავინგა (90+4, რეალი)
ბაიერნი – ინტერი 1:2
გოლები:
0:1 მარტინესი (38), 1:1 მიულერი (85), 1:2 ფრატეზი (88)
საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.
კომენტატორი ამხელა კაცია და 3-0 ანგარიშზე რეალს ჭირდება მაგიაო. მაგია კი არა მსაჯის დახმარებაა საჭირო მეორე თამაში. აბა მსაჯის გარეშე ეს გუნდი ლიგაზე არაფერს არ წარმოადგენს თუ თამაშს წესებით იმსაჯებენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow