არც რეალი და არც ბრაზილიის ნაკრები - კლოპმა ჭორები უარყო
იურგენ კლოპი ახალი თანამდებობის მიღებას არ გეგმავს

მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ იურგენ კლოპი ახალი სეზონიდან ბრაზილიის ნაკრებში ან მადრიდის რეალში დაინიშნებოდა მთავარ მწვრთნელად, თუმცა გერმანელი სპეციალისტის აგენტმა ყველა ჭორი უარყო.
მარკ კოსიცკემ Sky-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლოპს ამჟამინდელი საქმიანობა მოსწონს და ფაქტი, რომ იურგენს ახლანდელი თანამდებობა არ აკმაყოფილებს, სრულებით სიცრუეს შეესაბამება.
What's Your Reaction?






