ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა
საბა ასანიძის მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

ძალოსანმა კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 150 / 154 / 158 კგ. დაძლია, მე-4 ადგილზე გავიდა და საპრიზო ადგილს სულ რაღაც 1 კილოგრამით ჩამორჩა.
საბა ასანიძემ აკვრაში თავი 185 / 191 / 194 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-4 ადგილი ერგო, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 352 კილოგრამითაც.
What's Your Reaction?






