"არ დაიჯეროთ, ტყუილია რასაც ჩემზე წერენ" - რომან დოლიძის განცხადება
ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ, ენტონი ერნანდესთან გამართული დაპირისპირების შემდეგ, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა....

„მეგობრებო, ცოტა ტრავმა მაქვს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. MMA ასეთია – ყოველთვის ვერ მიდის ყველაფერი გეგმის მიხედვით. მადლობა ყველას, ვინც ჩემს გვერდით ხართ, მადლობა მწვრთნელებს. ამ ბრძოლამდე ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ასე რომ ნურავის უსმენთ, არსად წასვლას არ ვაპირებ! ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს – ეს მხოლოდ ერთი ბრძოლაა. ძალა ერთობაშია. მალე შევხვდებით საქართველოში!“ – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული მარცხის შემდეგ, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძემ თითქოს ორგანიზაციას წასვლის თაობაზე განუცხადა, რაც საბოლოო ჯამში სიცრუე აღმოჩნდა.
What's Your Reaction?






