"ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა" - რატომ თქვა ინტერმა კვარას შეძენაზე უარი
„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ Gazzetta dello Sport-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა...

„ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო კვარაცხელიას გაფორმებაზე უარის თქმა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემი არ ყოფილა – იმ პერიოდში ის ბევრ იტალიურ გუნდსაც შესთავაზეს. ჩვენ მაშინ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ხოლო ხვიჩა 4-3-3-ის გარემარბია,“ – აღნიშნა აუზილიომ.
მან საუკეთესო ტრანსფერებად მარსელო ბროზოვიჩისა და მატეო კოვაჩიჩის მოყვანა დაასახელა, ასევე ონანას 55 მილიონ ევროდ გაყიდვაც „მნიშვნელოვან წარმატებად“ შეაფასა.
ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ბათუმის „დინამოში“ იჯარით გადავიდა, 2022 წლის ზაფხულში კი 10 მილიონ ევროდ „ნაპოლიმ“ შეიძინა.
What's Your Reaction?






