ალ-ხელაიფი: "ეს ფინალი 2020 წლისგან სრულიად განსხვავებული იქნება"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ საჯაროდ გამოხატა ემოციები....

მაი. 8, 2025 - 20:27
 0
ალ-ხელაიფი: "ეს ფინალი 2020 წლისგან სრულიად განსხვავებული იქნება"
„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ საჯაროდ გამოხატა ემოციები. მისი თქმით, გუნდმა განსაკუთრებული ისტორია შექმნა და ამ წარმატებას გულშემატკივრების მხარდაჭერაც ამშვენებს.

ამაყი ვარ თითოეული ფეხბურთელით, სტაფითა და გულშემატკივრებით. ეს ფინალი 2020 წლისგან განსხვავდება, რადგან მაშინ სტადიონზე გულშემატკივრები არ იყვნენ. ახლა კი ჩვენ ყველა ერთად ვწერთ კლუბის ისტორიას“, — განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ მოხვდა. გადამწყვეტი შეხვედრა 31 მაისს, მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გაიმართება და პარიზელები იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow