"სატრანსფერო სპეკულაციებზე ყურადღებას არ ვამახვილებ" - მიქაუტაძე საკუთარ მომავალზე
„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მორიგი მატჩის წინ, ამჯერად „ლანსთან“ დაპირისპირებამდე...

მიქაუტაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი სეზონის დასკვნითი ეტაპის მიმართ და ხაზს უსვამს თითოეული დარჩენილი შეხვედრის მნიშვნელობას:
„წინ სამი გადამწყვეტი მატჩია და თითოეულს ფინალივით ვუდგებით. გვესმის, რომ ყველა უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. მთელი გუნდი ამ მიზანზეა კონცენტრირებული.“
გიორგიმ პრესკონფერენციაზე ასევე შეეხო საკუთარ პროგრესს და კარიერის მომდევნო ნაბიჯებს:
„მინდა, ‘ლიონში’ ჩემი კვალი დავტოვო. უკვე გავიტანე რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი და ვიცი, კიდევ ბევრს შევაგდებ. სატრანსფერო სპეკულაციებზე ყურადღებას არ ვამახვილებ—მთავარია, გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და უმაღლეს ევროთასებზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.“
What's Your Reaction?






