ტოტენჰემთან ფინალს პსჟ სერიოზული დანაკლისით ხვდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ს 20 წლის ნახევარმცველ ჟოაო ნევეშს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა, რაც მსოფლიოს საკლუბო...

აგვ. 11, 2025 - 14:27
 0
ტოტენჰემთან ფინალს პსჟ სერიოზული დანაკლისით ხვდება
RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-ს 20 წლის ნახევარმცველ ჟოაო ნევეშს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა, რაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

ფინალურ შეხვედრაში „ჩელსის“ წინააღმდეგ, ნევეშმა მარკ კუკურელიას თმაზე მოქაჩა, რის გამოც მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამ სანქციის გამო, პორტუგალიელი ფეხბურთელი გამოტოვებს 13 აგვისტოს დაგეგმილ ევროპის სუპერთასის მატჩს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ და 17 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრას „ნანტთან“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow