"ასეთი მოუმზადებელი ნაკრები არასდროს გვყოლია" - რას წერენ გულშემატკივრები ძიუდოისტების გამოსვლაზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა

ივნ. 18, 2025 - 18:56
 0
"ასეთი მოუმზადებელი ნაკრები არასდროს გვყოლია" - რას წერენ გულშემატკივრები ძიუდოისტების გამოსვლაზე
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა.

ყველასთვის მოულოდნელად ჯერჯერობით მამაკაცებში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს მოგებაც კი ვერ მოახერხა, არადა ქართველი ძიუდოისტებისგან გაცილებით მეტის მოლოდინი იყო.

აი, რას წერენ წარუმატებელ გამოსვლაზე ქართველი გულშემატკივრები:

"ასეთი მოუმზადებელი ნაკრები არასდროს არ გვყოლია"

"ყველას სუნთქვა ერევეა წუთნახევრის შემდეგ, ძალიან სუსტი გამოსვლა იყო, უსუსტესი!"

"აშკარად მოუმზადებელი წავიდა ნაკრები ამ მსოფლიოზე"

"გადაღლილი ნაკრების სახე დავინახეთ, სიმართლე ესა!"

"კარგია ეს შედეგი, მიწაზე დაეშვებიან და ვარჯიშებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ"

"ასეთი პოტენციალის ნაკრების ასეთი უღიმღამო გამოსვლა საწყენია", - წერენ გულშემატკივრები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow