„გაყიდვები 20-25%-ით არის გაზრდილი“ – საქართველოში კერამიკულ ნაწარმზე მოთხოვნა მზარდია
„გაყიდვები 20-25%-ით არის გაზრდილი“ – საქართველოში კერამიკულ ნაწარმზე მოთხოვნა მზარდია კერამიკის სახელოსნო ,,ებრას“ დამფუძნებელი ლევან ებრალიძე “კომერსანტთან” აცხადებს, რომ საქართველოში კერამიკულ ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სახელოსნომ მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით 20-25%-ით მეტი ნაწარმი გაყიდა. ,,მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ვითარდებით და ამ განვითარებასთან ერთად ასორტიმენტიც იზრდება და მოთხოვნაც. შარშანდელ ამ პერიოდთან თუ გავაკეთებთ შედარებას […]


„გაყიდვები 20-25%-ით არის გაზრდილი“ – საქართველოში კერამიკულ ნაწარმზე მოთხოვნა მზარდია
კერამიკის სახელოსნო ,,ებრას“ დამფუძნებელი ლევან ებრალიძე “კომერსანტთან” აცხადებს, რომ საქართველოში კერამიკულ ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სახელოსნომ მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით 20-25%-ით მეტი ნაწარმი გაყიდა.
,,მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ვითარდებით და ამ განვითარებასთან ერთად ასორტიმენტიც იზრდება და მოთხოვნაც. შარშანდელ ამ პერიოდთან თუ გავაკეთებთ შედარებას გაყიდვები 20-25%-ით არის გაზრდილი. მოთხოვნა ძირითადად არის სანათებზე, ლარნაკებზე და კედლის საათებზე.’’- აცხადებს ლევან ებრალიძე.
მთავარი პრობლემა რასაც კერამიკის მწარმოებლები აწყდებიან ადგილზე მასალის სიმწირეა. ლევან ებრალიძე აცხადებს, რომ საქართველოში თიხის გადამუშავება არ ხდება, რის გამოც მათ მასალის შეძენა უცხოეთში უწევთ. მასალა და პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ინვენტარი ძირითადად თურქეთიდან ჩამოაქვთ. ლევან ებრალიძე ამბობს, რომ ყველა საჭირო მასალისა და ტექნიკის შეძენა საზღვარგარეთ შესაძლებელია, თუმცა მათი ფასი ყოველწლიურად ძვირდება. მისივე განმარტებით, მასალაზე უფრო ძვირად ხელობა ფასობს.
,,მასალების შემოტანა გვიწევს საზღვარგარეთიდან, რადგან საქართველოში არ ხდება სათანადო გადამუშავება თიხის და სხვა მასალების. ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს მასალა. სამწუხაროდ ყოველწლიურად ძვირდება მასალები და ესეც ბუნებრივია ჩვენს ფასებზეც გავლენას ახდენს. თუმცა, თუ ასეთ შედარებას მოვახდენთ უფრო მეტი ხარჯი მასალაზეა თუ ხელობაზე, მაშინ ძირითადი დატვირთვა შექმნის პროცესზეა. ხელობა უფრო ძვირი ჯდება, რადგან მაღალი ხარისხით სრულდება მხატვრობა იქნება თუ ფორმები. მასალები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თურქეთიდან შემოტანა დღეს არ არის პრობლემა. ჩვენთანაც მომრავლდა სახელოსნოები, რადგან მარტივად შეგიძლია გამოიწერო გამოსაწვავი ღუმელი იქნება, თუ სხვა რამ, რაც საჭიროა წარმოებისთვის. პრაქტიკულად 90%-ს თურქეთიდან ვიწერთ. ამ მხრივ რამე განსაკუთრებული პრობლემა არ შეგვქმნია. ერთი შეიძლება მცირე დაგვიანება იყო და მსგავს პატარა შეფერხებები.’’- აცხადებს ლევან ებრალიძე.
,,ებრა’’ საოჯახო ბიზნესია, რომელიც ქართულ ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა. სახელოსნო გამოცდილ და დამწყებ ხელოვანებს აერთიანებს. ყველა ნაწარმი ხელნაკეთია და მათ პროფესიონალი მხატვრები აფორმებენ. შესაძლებელია უკვე შექმნილი ნაწარმის შეძენა, ასევე სასურველი დიზაინისა და ზომის კერამიკული ნივთის შეკვეთა.
,,ეს გახლავთ ხელნაკეთი ნაწარმი. ხელით მზადდება და ხელით იხატება პროფესიონალური მხატვრების მიერ. ყველა ნამუშევარი არის ინდივიდუალური. ვამზადებთ ჩვენი დიზაინითაც, მაგრამ ნებისმიერ დამკვეთს შეუძლია სასურველი ნახატის, ფორმისა და ზომის შეგვიკვეთოს. ძირითადად ვამზადებთ სანათებს, ლარნაკებს, კედლის საათებს.’’- აცხადებს ლევან ებრალიძე.
What's Your Reaction?






