"ასე უნდა დაამარცხო თოფურია" - მოვსარ ევლოევის ტაქტიკა ილიასთან ბრძოლისთვის

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე და მისი დამარცხების გეგმაზე ისაუბრა...

აპრ. 22, 2025 - 18:27
 0
"ასე უნდა დაამარცხო თოფურია" - მოვსარ ევლოევის ტაქტიკა ილიასთან ბრძოლისთვის
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე და მისი დამარცხების გეგმაზე ისაუბრა.

"ილიას დამარცხების საიდუმლო მასზე ზეწოლა და წნეხში მოქცევაა - 5, 10 თუ 15 რაუნდი მნიშვნელობა არ აქვს, მასზე ზეწოლას განვახორციელებ მანამ, სანამ არ დანებდება და შემდეგ ფინიშზე დავიჭერ.

მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიარო, რომ თოფურიას უდიდეს პატივს ვცემ. ის ბრწყინვალე მებრძოლია და მისი დონის მოწინააღმდეგესთან ჩხუბი სერიოზული გამოწვევაა.

თუ გინდა საუკეთესო გახდე, საუკეთესოები უნდა დაამარცხო და ილიაც ერთ-ერთი მათგანია
", - განაცხადა ევლოევმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow