"ხვიჩას ფაქტორს წასასვლელად იყენებს" - იტალიელი ჟურნალისტის ბრალდება კონტეს

იტალიური სპორტული მედიის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, სანდრო საბატინიმ, ტელეგადაცემა „პრესინგში“ „ნაპოლის“ მიმდინარე მდგომარეობაზე ისაუბრა...

აპრ. 22, 2025 - 18:27
 0
"ხვიჩას ფაქტორს წასასვლელად იყენებს" - იტალიელი ჟურნალისტის ბრალდება კონტეს
იტალიური სპორტული მედიის ერთ-ერთმა ცნობილმა სახემ, სანდრო საბატინიმ, ტელეგადაცემა „პრესინგში“ „ნაპოლის“ მიმდინარე მდგომარეობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის თქმით, გუნდის შიგნით მოჭარბებული ტემპერატურა ძირითადად კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს უკავშირდება.

საბატინის ყურადღება განსაკუთრებით კონტეს რეაქციამ მიიპყრო. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვამ მთავარი მწვრთნელი გაანაწყენა და შესაძლოა, ეს ფაქტორი კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის წინაპირობაც კი გახდეს.

კონტე პატიოსანი და ამბიციური სპეციალისტია, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ფეხბურთი მხოლოდ ტაქტიკა და შედეგი არ არის — აქ ემოციაც დიდ როლს თამაშობს. მან თავად თქვა, რომ თითქმის შეუძლებელს ასრულებს, თუმცა მსგავსი გამოწვევები წარსულშიც არაერთ მწვრთნელს ჰქონია“, – განმარტა საბატინიმ.

ჟურნალისტის თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ კონტეს დაჰპირდა, რომ კვარაცხელიას ტრანსფერით მიღებული თანხა ახალი ფეხბურთელების დამატებას მოხმარდებოდა, რაც ნაწილობრივაც შესრულდა — უკვე გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება: ბონჯორნო 40 მილიონ ევროდ, ხოლო მაკტომინეი, ლუკაკუ, ნერესი, მარინი და სხვა მოთამაშეები დაახლოებით 30 მილიონი ევროს ფარგალში.

თუმცა, მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, კონტეს უკმაყოფილება აშკარად ჩანს. საბატინის ვარაუდით, ის შესაძლოა ახალი გამოწვევების საძიებლად სხვა კლუბისკენ იყურებოდეს, რაც ნეაპოლური გრანდისთვის დამატებითი დარტყმა იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow