“აქამდე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი… თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს” – რას ჰყვება გივი თარგამაძე?

პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ, რომელსაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა ელის, ფორმულასთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებაზე ისაუბრა. მედიასთან მან ექსკლუზიურად თქვა, რომ აგვვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოში იყო მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაიცა დაპატიმრების 5 ორდერი იმ რუს მაღალჩნოსნებზე, რომლებიც ამ ომზე იყვნენ პასუხისმგებელნი.   […] The post “აქამდე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი… თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს” – რას ჰყვება გივი თარგამაძე? appeared first on .

ივნ. 27, 2025 - 07:57
 0
“აქამდე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი… თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს” – რას ჰყვება გივი თარგამაძე?

პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ, რომელსაც ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა ელის, ფორმულასთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებაზე ისაუბრა.

მედიასთან მან ექსკლუზიურად თქვა, რომ აგვვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოში იყო მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც გაიცა დაპატიმრების 5 ორდერი იმ რუს მაღალჩნოსნებზე, რომლებიც ამ ომზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

 

“მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების – ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამ წუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი.

იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა ქოცური მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე.

ყოფილი გენერალური შტაბის უფროსის, სამშვიდობო ძალების უფროსის დაკითხვა ვნახეთ და ვნახეთ განწყობა, რითაც კითხავდნენ მათ. ეს იყო გაუთავებელი მცდელობა, რომ რამეში დაედანაშაულებინათ ქართული მხარე. როდესაც არსებობს სტრასბურგის, ჰააგის გადაწყვეტილება, იმათ ხომ გამოიძიეს ეს საქმე, ვერ მოგვედავდნენ ვერც ერთ ეპიზოდში და ამ მოდავებას ცდილობს ქართული პარლამენტის კომისია”, – ამბობს ის.

წამყვანი გივი თარგამაძეს ჩაეკითხა, რას ფიქრობს საკუთარ უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, როდესაც ღიად განაცხადა ჰააგაში ჩვენების მიცემის შესახებ, რაზეც გივი თარგამაძემ თქვა, რომ “ესსმის, ამის გამო შეიძლება მეტი საფრთხე იყოს, მაგრამ იყოს, არა უშავს”.

“რაც არის, ეს არის. უსაფრთხოება ჩვენ ვნახეთ. პუტინმა 4 წუთი ილაპარაკა პრესკონფერენციაზე ]ჩემზე], თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს ბოლო-ბოლო. არ მოვკვდი, უბრალოდ შემთხვევით გადავრჩი, თორემ რას დამიცავდა ეს. ამიტომ, რაც არის, ეს არის. მესმის, რომ ამის გამო შეიძლება მეტი საფრთხე იყოს, მაგრამ იყოს, არა უშავს – ამის თქმა მინდა, რომ ჩემთვის მართლა შეგნებული ამბავია”, – თქვა გივი თარგამაძემ.

ყოფილი დეპუტატი, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაიბარეს.

ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა.

გივი თარგამაძე იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ამასთან, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის, ყირგიზეთის, მოლდოვის ე.წ. ფერად რევოლუციებში.

რუსეთს ფედერაციის მთავრობის მოთხოვნით, ის 2013 წელს მოხვდა ინტერპოლის წითელ ცირკულარში, შემდგომში ინტერპოლმა აღიარა მისი წესდების დარღვევა და ძებნილთა სიიდან ამოიღო, თუმცა რუსეთის ფედერაციისთვის ის კვლავ ძებნილია პროვოკაციებისა და ტერორიზმის ორგანიზების ბრალდებით.

გარდა ამისა, გივი თარგამაძეს ბელარუსმა – ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

წყარო – ფორმულა

The post “აქამდე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი… თუ მართლა უნდა მოკვლა, მოკლავს” – რას ჰყვება გივი თარგამაძე? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow