აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელ ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო
სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა. „ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, - დაწერა აქტივისტმა სოციალურ ქსელში. სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილს, რომელიც დაზარალებულია პროევროპულ აქციებზე დაკავებული მათე დევიძის საქმეში, ბათუმში 28 ივნისს შეხვდა. „უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე...

What's Your Reaction?






