Reuters – აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა. მისი თქმით, რაც შეეხება აშშ-ის მოთხოვნებს და მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, დაიბომბება, ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართვის […]

აპრ. 6, 2025 - 17:57
 0
Reuters – აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, – ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.
მისი თქმით, რაც შეეხება -ის მოთხოვნებს და მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, დაიბომბება, ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართვის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
Reuters-ის წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ ს მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
„არაპირდაპირი მოლაპარაკებები გვთავაზობს შანსს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, ირანმა შეტყობინებები გაუგზავნა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმაში ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ამერიკელი სამხედროების მიერ თავდასხმისას მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება, მტრულ აქტად ჩაითვლება.
„ასეთ ქმედებას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება”, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow