"აქ საკუთარი ნერვების ფასად მოვხვდით" - რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატამდე

"აქ საკუთარი ნერვების ფასად მოვხვდით" - რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატამდე

ივნ. 11, 2025 - 04:27
 0
"აქ საკუთარი ნერვების ფასად მოვხვდით" - რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატამდე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 11 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი ჟილინას სტადიონზე პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდულმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე გაიმართა ოფიციალური პრესკონფერენცია, სადაც მედიის კითხვებს რამაზ სვანაძემ უპასუხა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი უკვე მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ამასთან ჩვენი ქვეყანა ზედიზედ მესამე ზაფხულია წარმოდგენილია ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის სტაბილურობა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიური შრომით მივაღწიეთ. ამ საერთო საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და გავაგრძელებთ წინსვლას.

ხვალ პირველ თამაში გვაქვს. განვლილი გზა სასიამოვნო იყო. უკვე მეორედ ვართ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ეს ტურნირი განსაკუთრებულია. აქ საკუთარი შრომის, ნერვების და ბრძოლის ფასად მოვხვდით. ეს განსხვავებული შეგრძნებაა ემოციურად და ზრდის გუნდს. ხვალ, მოედანზე ველოდები გუნდს, რომელსაც კარგად ვიცნობ. თავისი კონკრეტული მიმართულებით, ფილოსოფიით და იდენტობით. არასდროს გვაკლდა ბრძოლისუნარიანობა. მინდა, რომ ეს ყველაფერი პირველივე თამაშიდან გამოვლინდეს, რადგან მივიღოთ იმის ნაყოფი, რისთვისაც ვიბრძოდით.

პოლონეთის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. კარგად დაბალანსებული გუნდია. მათ დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი გეგმები და ვეცდებით სისრულეში მოვიყვანოთ. ჩვენი გეგმა ყოველთვის უცვლელია. ნებისმიერ თამაშზე გავდივართ დადებითი შედეგის მისაღწევად. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ტოპ ნაკრები, საშუალო თუ შედარებით დაბალი კლასის გუნდი, ჩვენთვის არაფერი იცვლება"


პოლონეთი - საქართველოს მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow