"აღელვებული ვარ ახალი თავგადასავლით" - ფლორიან ვირტსი ლივერპულში ტრანსფერზე

ლივერპულმა ოფიციალურად დახურა ბაიერ ლევერკუზენიდან ფლორიან ვირტსის ტრანსფერი, რომელიც გაცემული 150 მილიონი ევროს გამო პრემიერ ლიგის ისტორიაში უძვირეს ტრანსფერად შეფასდა

ივნ. 21, 2025 - 20:27
 0
"აღელვებული ვარ ახალი თავგადასავლით" - ფლორიან ვირტსი ლივერპულში ტრანსფერზე
ლივერპულმა ოფიციალურად დახურა ბაიერ ლევერკუზენიდან ფლორიან ვირტსის ტრანსფერი, რომელიც გაცემული 150 მილიონი ევროს გამო პრემიერ ლიგის ისტორიაში უძვირეს ტრანსფერად შეფასდა.

აი, რა თქვა ახალ კლუბთან ხელის მოწერის შემდეგ ახალგაზრდა გერმანელმა ნახევარმცველმა:

მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. როგორც იქნა ეს მოხდა. მე მართლაც აღელვებული ვარ იმით, რომ წინ მელოდება ახალი თავგადასავალი. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან რაღაც ახალი მინდოდა – წავსულიყავი ბუნდესლიგიდან და შევერთებოდი პრემიერლიგას. ვნახოთ, როგორ შევძლებ იქ გამოსვლას. იმედია, გამომივა იმ ყველაფრის ჩვენება, რაც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები პირველ შეხვედრას ახალ გუნდში.

- თქვა ვირტსმა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ფლორიანმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow