სპალეტის ახალ გუნდში ყოფილი შეგირდის მოყვანა სურს
ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომლის საუდის არაბეთში შესაძლო გადასვლა ბოლო დღეებში ფართოდ შუქდებოდა, ჯერჯერობით...

საუდის კლუბი „ნაპოლის“ 75 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება მაინც ჩაიშალა. ამჟამად ოსიმენის ერთადერთ რეალურ ვარიანტად კვლავ „გალათასარაი“ სახელდება — კლუბი, სადაც მან გასული სეზონი იჯარით გაატარა. თურქები მზად არიან, ფეხბურთელი გამოისყიდონ და მას 15 მილიონი ევრო გადაუხადონ წლიურად.
ცნობისთვის, იტალიის ნაკრების უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადაბარგდეს, სადაც მის გეგმებში ოსიმენის ტრანსფერიც ფიგურირებს, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ მაინც ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
What's Your Reaction?






