უმაგრესი ამბავია! - კაშიამ და კვეკვესკირმა ფედერაციას ამ თხოვნით მიმართეს
ძალიან მაგარი ამბავია - კაშიამ და კვეკვესკირმა ფედერაციას ამ თხოვნით მიმართეს

ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა.
"რამაზ სვანაძე არის ძალიან მაგარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შეკრებაზე იყო. მე და ნიკა კვეკვესკირს გვაინტერესებს, რამდენიმე დღე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მის სამწვრთნელო შტაბში ვიყოთ, ამის შესახებ ფედერაციასთან ლაპარაკი უკვე დაწყებულია.
თუ ეს ვერ შევძელით, მე აუცილებლად დავესწრები თამაშებს გულშემატკივრის სტატუსით სლოვაკეთში. პრიორიტეტია, ხელი არავის შევუშალოთ, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ"
- ამბობს კაშია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ადასტურებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის და ნიკა კვეკვესკირი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებენ.
What's Your Reaction?






