"მცველებს ჰიპნოზს უკეთებს" - რას წერენ კვარაზე ატლეტიკოსთან მოგების შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო და მადრიდის ატლეტიკოს 3:0 მოუგო

ივნ. 16, 2025 - 02:26
 0
"მცველებს ჰიპნოზს უკეთებს" - რას წერენ კვარაზე ატლეტიკოსთან მოგების შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო და მადრიდის ატლეტიკოს 4:0 მოუგო.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 72 წუთში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. გარდა ამისა, კვარამ ტრადიციულად დაცვაშიც ბევრი იშრომა და გულშემატკივრებისგან ასეთი კომენტარები დაიმსახურა:

"როგორი წარმოუდგენელია მხოლოდ 70 მილიონად ასეთი ფეხბურთელი"

"მცველებს ჰიპნოზს უკეთებს, მისი ყურება არ მწყინდება"

"ასეთ ცხელ ამინდშიც კი დაცვაში ჩამორბის და თავის საქმეს აკეთებს, რა ფუფუნებაა ენრიკესთვის მისი გუნდში ყოლა"

"მსოფლიოში ახლა ხვიჩა კვარაცხელიაზე ძლიერი დრიბლიორი არავინ არ არის"

"ეს ბიჭი მართლა ძალიან კარგია და მასზე დაუმსახურებლად ცოტას ლაპარაკობენ", - წერენ გულშემატკივრები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow