15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევნის განვითარების თასის გამარჯვებულია

15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევნის განვითარების თასის გამარჯვებულია

მაი. 13, 2025 - 01:57
 0
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევნის განვითარების თასის გამარჯვებულია
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასის გათამაშება უზბეკეთთან გამარჯვებით და 3 ქულით დაასრულა - 0:3. ამ მოგებით, გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენმა ასაკობრივმა, პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად, ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის შემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა; ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და 1 ქულა მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის ფორმაციის 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართული განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.

8 მაისი | ლატვია 1:1 [2:4] საქართველო
10 მაისი | სომხეთი 2:2 [5:3] საქართველო
12 მაისი | უზბეკეთი 0:3 საქართველო


დღევანდელ შეხვედრაში, თავი გუნდის კაპიტანმა - ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გამოიჩინეს. დუნდუამ, გოლების გატანა სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც შეძლო.

ნიკოლოზ დუნდუა, 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.

U15 | შემადგენლობა
მეკარეები: ოთარ გურიელი (დინამო თბილისი), ლუკა ფუტკარაძე (დინამო თბილისი), ილია ხუნწალია (სფფ-ის რუხის აკადემია).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), გეგა ამაღლობელი (პორტუს ბათუმი), ლუკა პაჭკორია (სფფ-ის რუხის აკადემია), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი), დაჩი დგებუაძე (35-ე სკოლა).

ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (დინამო თბილისი), მარკოს თოდუა (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), რობი ფერიაშვილი (გლდანი), გაბრიელ გოგუა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), სანდრო ბინიაშვილი (დინამო თბილისი), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), გეგა ავალიანი (სელერო).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ დუნდუა (გლდანი), ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow